ცოტა უფრო მეტად უცნაური
15 05 2009

გამოვიდა ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი რომანისტის, სარა ვოტერსის (Sarah Waters) ახალი, მეხუთე რომანი, სახელწოდებით “ცოტა უფრო მეტად უცნაური” (The Little Stranger), რომელიც ევროპულ წიგნის მაღაზიებში 28 მაისიდან გამოჩნდება.

1998 წელს, როდესაც მისი სადებიუტო რომანი - ოფიციალური თარგმანის მიხედვით “ხავერდის ფეხები”, ხოლო უფრო კონტექსტურად რომ ვთარგმნოთ, “შეეხე ხავერდს ენის წვერით” (Tipping The Velvet) – გამოქვეყნდა, როგორც წიგნმა, ასევე ავტორმა მაშინვე მიიპყრო მრავალრიცხოვანი მკითხველის დიდი ყურადღება, რომლებიც ლესბოსური “ვიქტორიანული” ინგლისით დაინტერესდნენ.

ვოტერსის ორმა შემდგომმა რომანმა “სიახლოვე” (Affinity) (1999 წ.) და “დელიკატური ნამუშევარი” (Fingersmith) (2002 წ.) ავტორის “ვიქტორიანული ტრილოგია” დაასრულა, ხოლო მეოთხე წიგნით - “ღამის თვალთვალი” (The Night Watch) (2006 წ.) - მან ადამიანური ამბების მოთხრობით იმ დროში, როდესაც მსოფლიოს ბომბები ახმაურებდა, 40-იანი წლების ლონდონის გრძნობაზე მოყვანა სცადა.

მწერლის პირველი სამი რომანი ეკრანიზებულია, ხოლო “ღამის თვალთვალის” სატელევიზიო ვერსია ამჟამად მუშავდება BBC-ზე.

სარა ვოტერსი მრავალი ღირსშესანიშნავი პრემიითაა დაჯილდოებული, მათ შორის, მას რამდენჯერმე აქვს მიღებული Stonewall Book Award-ის ლიტერატურული პრემია, რომელსაც დიდი ბრიტანეთის წამყვანი ლგბტ ორგანიზაცია “სთოუნვოლი” ყოველწლიურად ანიჭებს ლგბტ თემატიკაზე შექმნილ საუკეთესო ინგლისურენოვან ლიტერატურულ ნაშრომს. მწერალი ასევე ”ორანჯის”, “სომერსეთ მოემისა” და სხვა ლიტერატურული პრემიების ლაურეატია. იგი 2003 წელს დასახელდა ცნობილი პრესტიჟული ლიტერატურული ჟურნალისა და გამომცემლობის “გრანტას” “ახალგაზრდა ბრიტანელ რომანისტთა საუკეთესო ოცეულს” შორის.

დაწვრილებითი ინფორმაცია სარა ვოტერსის, მისი შემოქმედებისა და ახალი რომანის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ მწერლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია