ჰარვარდი ლგბტ იდენტობის საკითხზე
23 11 2011

ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპლიკანტებს საშუალება მიეცემათ მისაღებ განაცხადში საკუთარი სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა მიუთითონ. აპლიკაციის ზემოხსენებული ნაწილი არ იქნება სავალდებულო, იგი ემსახურება უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტების გამოცდილების უკეთ გაგებასა და მათი სწორად შერჩეული რესურსებით უზრუნველყოფას. ამასთან, უნივერსიტეტი ხაზს უსვამს, რომ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას აპლიკანტების შერჩევაში არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. ჰარვარდის უნივერსიტეტს უბრალოდ სტუდენტების უფრო ფართო არეალის მოცვა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება სურს.

სტუდენტების მიღებაზე პასუხისმგებელი განყოფილება ამჟამად შეკითხვის ფორმულირებაზე მუშაობს და უნივერსიტეტის თანამშრომლები აპირებენ მომდევნო თვეებში სხვადასხვა სტუდენტურ ჯგუფს შეხვდნენ მათი აზრის გასაგებად. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალი წლის თებერვლამდე არ იქნება მიღებული.

უნივერსიტეტი ასევე ფარავს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას ტრანსგენდერი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის და ცოტა ხნის წინ გახსნა რესურს ცენტრი ბისექსუალი, ლესბოსელი, გეი, ტრანსგენდერი და ქუიარ სტუდენტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჩიკაგოს ელმჰერსტის კოლეჯი, პირველ სასწავლო დაწესებულებად ითვლება, რომელმაც აპლიკანტებს მისაღებ განაცხადში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა მიათითებინა. ამ სიახლისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ვარაუდობდნენ, რომ სტუდენტებს, რომლებიც საკუთარ იდენტობაში დარწმუნებულნი არ იყვნენ, შეიძლება თავი ვალდებულად ეგრძნოთ მაინც მოენიშნათ რაიმე იდენტობა, რომელიც მათ სინამდვილეში არ ერგებოდათ და შემდგომში მათში ემოციურ სტრესს გამოიწვევდა.

თუმცა, არსებობს ასევე დადებითი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუკი აპლიკაციის ეს პუნქტი არ იქნება გამოყენებული, როგორც სტუდენტის მიღების კრიტერიუმი ის დარჩება სტანდარტულ შეკითხვად, რომელიც შეავსებს იმ ზოგად ინფორმაციას, რომლის შეგროვებაც ადმინისტრაციის მიერ ხდება სტუდენტების ცხოვრებისეული გამოცდილების უკეთ შესაცნობად.

წყარო:http://www.care2.com/causes/harvard-may-ask-applicants-about-lgbt-identity.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"