ექს-გეი სარეკლამო კამპანია ლონდონში
28 02 2013
ლონდონის ავტობუსებზე გამოსაჩენად გამზადებული სარეკლამო კამპანია, რომელიც გვაუწყებს, რომ ჰომოსექსუალობის ”განკურნება” შეიძლება, აიკრძალა, და სწორედ ამ აკრძალვას გაასაჩივრებენ უზენაეს სასამართლოში რეკლამის ავტორები.
რეკლამა, რომელიც ქრისტიანულმა ჯგუფმა Core Issues Trust განათავსა, პოპულარიზაციას უწევს თერაპიას იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ ერთსქესიან ლტოლვას ებრძვის.
ლონდონის სატრანსპორტო კომპანიამ (TfL) ჩამოხსნა ზემოხსენებული რეკლამა იქიდან გამომდინარე, რომ ის კომპანიის სარეკლამო პოლიტიკას არღვევდა და შეეძლო დიდი ხმაური გამოეწვია.
რეკლამა ლონდონის 24 ავტობუსზე უნდა გამოჩენილიყო და მისი სლოგანი ეპასუხებოდა ლგბტ ორგანიზაცია Stonewall-ის კამპანიას, ”ზოგიერთი ადამიანი გეია, შეეგუე ამას!”( "Some people are gay. Get over it!")
ორგანიზაცია Core Issues Trust-ის სლოგანი შემდეგი გახლდათ: ”არ ვარ გეი, ვარ ექს-გეი, პოსტ გეი და ვამაყობ ამით. შეეგუე ამას!.” ("Not Gay. Ex-Gay, Post-Gay and Proud. Get over it!").
ორგანიზაცია Core Issues Trust ის თანადირექტორმა, მაიკ დევიდსონმა განაცხადა, რომ ”ზემოხსენებული სარეკლამო კამპანია იმაზე მეტად არ არღვევს ადამიანის უფლებებს, ვიდრე კამპანიები, რომლებიც მოსახლეობას ეუბნება, რომ უნდათ მათ ეს თუ არა, მათ არ შეუძლიათ შეიცვალონ, და რომ მათ მხარს არ დაუჭერენ პროფესიონალი ფსიქოთერაპევტები.”
წყარო: http://www.bbc.co.uk/news/uk-england-london-21613433
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი