ახალი გეი მკვლელობები ერაყში
15 03 2012

ლონდონში მოქმედი ერაყული ლგბტ ორგანიზაციის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხირდან, ერაყში გეი მამაკაცების მკვლელობებს გამოხმაურება არ მოჰყოლია.

მედია ორგანიზაციებმა ზემოხსენებულ ფაქტებს „ემო მკვლელობები“ უწოდეს, რადგანაც უკანასკნელ პერიოდში სამიზნე ჯგუფად სწორედ „ემო“ მოძრაობასთან დაკავშირებული ახალგზარდები იქცნენ, რომლებიც დასავლურ მუსიკას უსმენენ, შავ ტანსაცმელსა და სვირინგებს ატარებენ და თმას უვლიან. ბევრი მათგანი გეი არ არის, მაგრამ ალი ჰილის განცხადებით ისინი გეებად ითვლებიან ბევრი ისლამისტი ფუნდამენტალისტის მიერ ერაყში. მისი თქმით ეს მკვლელობები ძალადობის უფრო დიდი ტალღის ნაწილია, რომელიც გეი მამაკაცების წინააღმდეგ ბოლო ექვსი წლის მანძილზე ხორციელდებოდა.

ჰილიმ აშშ ფარისევლობაში დაადანაშაულა იმიტომ, რომ გასულ წელს ჟენევაში, ჰილარი კლინტონმა ჰომოფობიური მთავრობები დაგმო და იმის შესაძლებლობაც გააჟღერა რომ მსგავსი მთავრობებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებს ფულადი დახმარების შეწყვეტა შეეძლო.

მას შემდეგ, რაც ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა შემდეგი განცხადება გაავრცელა ელექტრონული ფოსტით:

„ჩვენ ვგმობთ ერაყში მომხდარ მკვლელობებსა და ძალადობას, რომლის მსხვერპლიც ადამიანები სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა ან თვითგამოხატვის გამო ხდებიან. ძალადობის მსგავს ფაქტებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ სიტუაციას თვალყურს ვადევნებთ და ჩვენი შეშფოთება უკვე გამოვთქვით ერაყის მთავრობასთან.“

წყარო:http://www.huffingtonpost.com/2012/03/14/ali-hili-iraq-lgbt-leader-emo-killings_n_1345105.html?ref=mostpopular



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია