მოსკოვის ლგბტ საპროტესტო აქცია პოლიციამ შეაფერხა
28 05 2012

მოსკოველი გეი აქტივისტები დღეს შეეცადნენ ორი დემონსტრაცია გაეკეთებინათ, რათა რუსეთის დედაქალაქში პრაიდის ჩატარების ჩატარების უფლება მოეთხოვათ. დემონსტრანტებს ჯერ მართლმადიდებელი ქრისტიანი ოპონენტები გადაუდგნენ წინ, შემდეგ კი პოლიციაც, რომელმაც ორივე მხარის წარმომადგენელი ორმოცამდე ადამიანი დააკავა.

აქტივისტები თავიდან მოსკოვის საკრებულოს წინ შეიკრიბნენ, სადაც მართლმადიდებლური დაჯგუფებები გამოჩნდნენ და ”ჰომოსექსუალობა ცოდვაა”-ს ძახილით შეეცადნენ აქციისათვის ხელი შეეშალათ. მას შემდეგ რაც პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა, აქტივისტების მეორე ჯგუფი შეეცადა შემდეგი აქცია გაემართა ამჯერად მერიის შენობის წინ, მაგრამ აქაც პოლიცია ჩაერია და მონაწილეები დააკავა, მათ შორის გამოჩენილი გეი აქტივისტი ნიკოლაი ალექსეევი.

ჰომოსექსუალობა რუსეთში 1993 წელს იქნა დეკრიმინალიზებული, თუმცა ჰომოფობია საზოგადოებაში მაინც ძლიერია. აქტივისტები უკვე დიდი ხანია ცდილობენ პრაიდის ჩატარებისათვის ნებართვა მოიპოვონ, მაგრამ უშედეგოდ. მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა გეი პრაიდებს ”სატანური” უწოდა, მაშინ როცა ამჟამინდელმა მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ”გეი შეკრებებს” არ ემხრობა, რადგან ისინი რუსების უმეტესობის რელიგიურ რწმენას შეურაცხყოფენ.

წყარო:http://www.huffingtonpost.com/2012/05/27/moscow-gay-pride-protests_n_1548992.html



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა