გაეროს ახალი ქალთა სააგენტო
14 09 2010

გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დღეს ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი გაეროს ახალი უწყების ხელმძღვანელად გამოაცხადა. უწყებას დაევალება თვალყური ადევნოს მსოფლიოს პროგრამებს, რომელთა მიზანიცაა ქალთა უფლებების პოპულარიზაცია და გლობალურ საკითხებში მათი სრული მონაწილეობის წინა პლანზე წამოწევა.

უწყება, რომელიც დიდ დაფინანსებას მიიღებს და იანვრიდან ამოქმედდება, აერთიანებს გაეროს ოთხ სააგენტოს: გაეროს განვითარების ფონდს ქალებისთვის (UNIFEM), ქალთა განვითარების განყოფილებას (DAW), გენდერის საკითხებში საგანგებო მრჩეველის და გაეროს საერთაშორისო კვლევისა და სწავლების ინსტიტუტს ქალთა განვითარებისთვის (UN-INSTRAW).

ქალბატონი ბაჩელეტი, ჩილეს პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ქალთა საკითხები პრიორიტეტად აქცია ხოლო პოსტის დატოვების შემდეგ UNIFEM-ში მოღვაწეობდა, იანვრის მიწისძვრის შემდეგ, ჰაიტელი ქალების უფლებათა ადვოკატირების კუთხით,სამი კანდიდატიდან აირჩიეს.

ახალ სააგენტოს, 500 მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ბიუჯეტი ექნება, რაც მასში შემავალი ორგანიზაციების დაფინანსებას ორჯერ აღემატება.

დღევანდელი განცხადება მოჰყვა გენერალური ასამბლეის ერთსულოვან კენჭისყრას 2 ივლისს, სადაც გადაწყდა შექმნილიყო ახალი ორგანიზაცია, რომელიც გენდერულ თანასწორობაზე მიმართულ 4 სააგენტოს გააერთიანებდა. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება მხარი დაუჭიროს კომისია ქალთა სტატუსის შესახებ და სხვა სამთავრობოშორის უწყებებს.

წყარო:  http://www.un.org/apps/news/story.asp?NewsID=35912&Cr=WOMEN&Cr1&ref=nf



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება