პეტერბურგული პირველი მაისი ცისარტყელის ფერებში
04 05 2013
პირველ მაისს 80-დან 100–მდე ადამიანმა სანკტ-პეტერბურგის ისტორიულ, ცენტრალურ პროსპექტზე გაიარა, ცისარტყელის დროშებითა და სლოგანებით: „არა სამარცხვინო ჰომოფობიურ კანონს! ერთად შევწყვიტოთ სიძულვილი და დისკრიმინაცია!“ მიუხედავად მარშის დასაწყისში პოლიციის მცდელობისა, აეკრძალათ ლგბტ დროშების გამოყენება, აქტივისტებმა მაინც შეძლეს მსვლელობის მთელი მარშრუტი დროშებითა და ბანერებით ჩაევლოთ. ლგბტ ორგანიზაცია „Coming Out“-ის აქტივისტმა, ოლგა ლენკოვამ, საპროტესტო მარშის დროს სოლიდარობის მნიშვნელოვნობაზე ისაუბრა. ერთერთმა მონაწილემ კი განაცხადა: „ დღეს ნევსკის პროსპექტზე თითქოს პრაიდი იყო“. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ მიუხედავად ჰომოფობიური კანონისა, რომელიც შეკრების დავისუფლებას ეწინააღმდეგება, შესაძლებელია ღია ლგბტ დემონსტრაციები. საპირველმაისო მსვლელობის დემოკრატიული კოლონა ორგანიზებული იყო კოალიცია „დემოკრატიული პეტერბურგის“ მიერ. ცისარტყელის ფერებიან კოლონას კი ლგბტ ორგანიზაცია „Coming out”-მა, „ჰეტეროსექსუალთა ალიანსმა ლგბტ უფლებებისთვის“ და კოალიციის სხვა წევრებმა უხელმძღვანელეს. წყარო: http://www.comingoutspb.ru/en/en-news/mayday


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება