ჰონდურასში ლგბტ ადამიანების გაუხსნელ მკვლელობებს აპროტესტებენ
27 09 2011

ჰონდურასში ყოველთვიურად ეწყობა ლგბტ თემის 85 წევრის გაუხსნელი მკვლელობისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციები. პროტესტის გამოხატვის მსურველები ტეგუსიგალპას პროკურატურის წინ იკრიბებიან ყოველი თვის 13 რიცხვში, რადგანაც როგორც მოძრაობის ლიდერი დონის რეიესი აცხადებს, 2009 წლის 13 დეკემბერს პოლიტიკური აქტივისტი და ლგბტ უფლებების დამცველი ვალტერ ტროჩესი იქნა მოკლული.

ჰონდურასის ლგბტ ჯგუფების განცხადებით, 2010 წლის იანვრიდან მოყოლებული ქვეყანაში ლგბტ თემის 54 წევრი იქნა მოკლული პოლიციას კი ერთი დამნაშავეც კი არ დაუკავებია და არ გადაუცია სასამართლოსთვის.

2011 წლის დასაწყისში, ლგბტ თემის წარმომადგენლები შეხვდნენ ადამიანის უფლებათა მინისტრს ანა პინედას, რათა განეხილათ არსებული პრობლემები და წარედგინათ პროექტი, სახელწოდებით ”საჯარო უსაფრთხოების შექმნის ინიციატივა ტეგუსიგალპას სექსუალურ უმცირესობებში”. ამ პროექტით აქტივისტები ითხოვენ, რომ მოხდეს ზემოხსენებული გაუხსნელი მკვლელობების გამოძიება და სათანადო რეაგირება.

მინისტრმა პინედამ განაცხადა, რომ ჰომოფობიური ქმედებები ნებისმიერ შემთხვევაში დასაძრახია, მაგრამ მდგომარეობა უფრო მძიმდება, როდესაც ამ ქმედებების უკან სახელმწიფო სამსახურში მდგომი ადამიანები დგანან.

2009 წელს ჰონდურასში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ლგბტ ჯგუფებმა მზარდ ძალადობრივ დევნაზე დაიწყეს საუბარი. ბევრი მათგანი ქვეყნიდან გაიქცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფუნდამენტალისტური რელიგიური ჯგუფები, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ გადატრიალების უკან მდგომ იმ ელიტაზე, ღიად აცხადებენ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა.

თუმცა, ლგბტ ადამიანების მდგომარეობა ჰონდურასში სახარბიელო არც გადატრიალებამდე ყოფილა. 2009 წლის მაისში, სახელმწიფო გადატრიალებამდე ერთი თვით ადრე „Human Rights Watch“-მა განაცხადა, რომ ჰონდურასის პოლიცია სისტემატიურად ჩაგრავდა ლგბტ მოქალაქეებს.

წყარო: http://www.care2.com/causes/in-honduras-lgbt-protest-unsolved-murders.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან