უგანდაში ”მოკალი გეი” კანონს წლის ბოლომდე მიიღებენ
13 11 2012

მიუხედავად საერთაშორისო გამოხმაურებისა, უგანდას მთავრობა წლის ბოლოს ოფიციალურად დაამტკიცებს ”მოკალი გეი” კანონპროექტს.

სპიკერმა რებეკა კადაგამ განაცხადა, რომ ზემოხსენებული კანონპროექტი კანონად იქცევა დეკემბერში, რადგან უგანდელების უმეტესობა ამის სურვილს გამოთქვამს. კადაგამ კანონპროექტი მოსახლეობისათვის ”საშობაო საჩუქრად” მოიხსენია და ისაუბრა იმ ”სერიოზულ საშიშროებაზე”, რომელსაც ჰომოსექსუალები წარმოადგენენ.

ეს კანონი კრიმინალიზაციას ერთსქესიან ურთიერთობებზე გააფართოვებს, და ჰომოსექსუალობას ორ კატეგორიად: დამამძიმებელ და ჩვეულებრივ კანონსაწინააღმდეგო ჰომოსექსუალობად ჰყოფს.

”დამამძიმებელი ჰომოსექსუალობა” განსაზღვრულია, როგორც ჰომოსექსუალური აქტი ჩადენილი მშობლების, ავტორიტეტული ფიგურების, აივ ინფიცირებული ადამიანების, პედოფილებისა და რეციდივისტების მიერ. ამ შემთხვევაში მათ შეიძლება სასიკვდილო განაჩენი შეეფარდოთ.მეორე კატეგორია კი შეიცავს ერთსქესიან სექსუალურ აქტებს, ან გეი ურთიერთობაში ყოფნას, რის შემთხვევაშიც მსჯავრდებულს შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს.

წყარო:http://www.gaystarnews.com/article/uganda-officially-pass-%E2%80%98kill-gays%E2%80%99-bill121112



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"