ქვიერ ირანელების ხმა ირანულ რადიოში
10 12 2010

ირანში ქვიერ ადამიანებისთვის ხმამაღლა ლაპარაკი ორგვარად შეიძლება დასრულდეს - ოჯახიდან გარიყვითა და გადასახლებით ან სიკვდილით.

თავისუფლად საუბრის - ხმის ქონის - უფლება მხოლოდ საკითხისადმი ყურადრების მიპყრობას როდი ნიშნავს, ამით გეძლევა დისკუსიის, თვითგანმტკიცების და ასევე სიძულვილისა და დისკრიმინაციის ბორკილებიდან გამოთავისუფლების საშუალება. თუმცა როგორ შეუძლიათ ირანელ ლგბტ ადამიანებს საკუთარი ხმა გააჟღერონ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ მათი არსებობაც კი საკმარისია სასიკვდილო განაჩენისთვის?

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პასუხი 2009 წლის დასაწყისში გაჩნდა ფარიდ ჰაიერი ნეჟადისგან, რომელიც რადიო ზამანეს ხელმძღვანელია. რადიოსადგურს ეწვია საყი გარაჰამანი, რომელიც ტორონტოში არსებული ირანული ქვიერ ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორია. ერთად მათ წამოიწყეს შესანიშნავი პროექტი.

რადიო ზამანე შესთავაზებს ირანელ ქვიერ ადამიანებს სივრცესა და ასპარეზს, საიდანაც ისინი საკუთარ ხმას გააჟღერებენ. გარდა ამისა, რადიო საშუალებას მისცემს გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს გამოიყენონ პლათფორმა, რათა საზოგადოებაში აამაღლონ ცნობიერება მათ ცხოვრების, ადამიანის და სამოქალაქო უფლებების შესახებ. პროექტს ქვიერ სექცია დაერქვა. რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებდა რისკს, რომელსაც მსგავსი გადაცემა მოიცავდა, მაგრამ პროექტი 2009 წლის ივლისის ბოლოს გავიდა ეთერში.

ეს პროექტი უკვე თექვსმეტ თვეს ითვლის და არა მხოლოდ იზრდება, არამედ მიზნებსაც აფართოვებს - ეს უკვე აღარაა უბრალო მცდელობა ქვიერ ადამიანთა ხმის გაჟღერებისა, არამედ ირანელი ლგბტ ადამიანების შესწავლა, რაც სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრების და თანაბარი უფლებების საკითხსაც მოიცავს.

წყარო: http://www.gaymiddleeast.com/country/iran.htm



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა