მსვლელობა ქორწინების თანასწორობისთვის
22 08 2010

დღეს ირლანდიელმა ქვიერებმა თანამოაზრეებთან ერთად დუბლინში, ირნალდიაში, მსვლელობა გამართეს, რათა მოეთხოვათ სრული სამოქალაქო ქორწინება ერთსქესიანი წყვილებისთვის. მსვლელობაში დაახლოებით 4-5000 ადამიანი მონაწილეობდა. მისი ორგანიზატორი „LGBT Noise“ იყო.

მონაწილეები შედარებით ახალგაზრდები იყვნენ, რაც მიუთუთებს დაყოფას ლგბტ საზოგადოებაში, სადაც ახალგაზრდა ნაწილი ქორწინებას საკუთარ უფლებად მიიჩნევს. ნიდერლანდებმა ერთქსესიანი ქორწინება თითქმის ათი წლის წინ დააკანონა და მსვლელობის ზოგიერთი მონაწილისთვის ქორწინება ცხოვრების უმეტეს მანძილზე რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა.

წყარო:

http://lezgetreal.com/2010/08/4000-march-for-marriage-equality-in-dublin-ireland/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა