საინფორმაციო სააგენტო Gay Star News -ის განცხადებით რელიგიური ჯგუფის Defend and Proclaim the Faith დამაარსებელმა ჯონ მაკტერმანმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ ქარიშხალი სენდი იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ ”ღმერთი სისტემატიურად ანადგურებს ამერიკას.”
მისი თქმით ”გასულ აგვისტოს - ქარიშხალი კატრინას შვიდი წლის თავზე - ნიუ ორლეანს ქარიშხალი აიზეკი დაატყდა თავს. ორივე ქარიშხალი იმ კვირას გამოჩნდა, როდესაც ჰომოსექსუალების ღონისძიება ”აღმოსავლური დეკადანსი ნიუ ორლეანში” ტარდებოდა!”
მაკტერმანის თქმით ”ღვთის სასჯელი” 21 წლის წინ, 30 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა მადრიდის კონფერენცია წამოიწყო ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებებისათვის.
”როგორც ჩანს, ღმერთმა ამერიკას 21 წელი მისცა იმის მოსანანიებლად, რომ ჩვენი ქვეყანა ისრაელთან დაკავშირებით მის უზენაეს გეგმაში ჩაერია. თუმცა, თითოეულ პრეზიდენტის მოსვლასთან ერთად სიტუაცია სულ უფრო უარესდებოდა, განსაკუთრებით კი ეს ობამას ეხება. ობამა 100%-ით უმაგრებს ზურგს მუსლიმთა საძმოს, რომელმაც დაიფიცა გაანადგუროს ისრაელი და დაიპყროს იერუსალიმი.”
ქრისტიანი ლიდერი ვარაუდობს, რომ მიტ რომნის არჩევაც კი ვერ გადაარჩენს ქვეყანას ღვთის რისხვისგან, რადგანაც ორივე - ბარაკ ობამაც და პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატიც, მხარს უჭერენ ლგბტ უფლებებს.