: იენი ვალი
სიყვარულის პრაქტიკა იენი ვალის მიხედვით
24 12 2019

"მესიზმრება, რომ ექვსი თუ შვიდი წლის ბიჭი ვარ" - ამ ფრაზით იწყებს ნორვეგიელი ექსპერიმენტალისტი არტისტი იენი ვალი კომპოზიციას Sabbath, რომელიც მუსიკოსის მიერ ბავშვობაში ნანახ სიზმარს ეფუძნება. რეკინტენსიური და ამასთანავე ეროტულია, აქ ძაღლები მგლები არიან, ბიჭები - გოგონები, გოგონები კი - ცხენები. იენი იხსენებს, რომ ბავშვობაში თავს არც გოგონად გრძნობდა, არც ბიჭად და ცხენზე დაქორწინებაზე ოცნებობდა. ბავშვობის მოგონებებმა, სიზმრებმა და თვითგამორკვევის პროცესმა, რომელიც არასდროს დაუსრულებია, არტისტზე უდიდესი კვალი დატოვა. გენდერი, სექსუალობა და ენა მისი შემოქმედების ცენტრალურ თემებად იქცნენ.

ენი ვალი ოსლოში დაიბადა, სადაც ცხოვრების პირველი ცხრა წელი გაატარა. უსიკოსმა ფორტეპიანოზე დაკვრა ექვსი წლის ასაკში ისწავლა და როგორც იხსენებს, იმ დროისათვის სურდა მოცარტი გამხდარიყო. სკოლაში სწავლის პერიოდში ვალი გოთურ ბენდს შეუერთდა, თუმცა ჯგუფს მალევე ჩამოშორდა, რადგანაც თავს არასდროს გრძნობდა კომფორტულად იქ, სადაც მკაცრად დადგენილი გენდერული ნორმებში უნდა ჩამჯდარიყო, მაგალითად, ჩაეცვა ვიქტორიანული ეპოქის სტილის კაბები, რომლის ტარება ქალებს გოთურ ბენდებში უწევდათ.

იენის შემოქმედებაზე თანაბრად დიდი გავლენა პორნოგრაფიამ და კლასიკურმა მითოლოგიურმა ქმნილებებმა მოახდინეს. ვალის ტრეკებში, ისეთ პერსონაჟებს შეხვდებით, როგორებიც მეფისტოფელი და ოფელია არიან, აქვე ოსლოს ქუჩებში მოხეტიალე ოიდიპოსს და თვით პინოქიოსაც კი გადააწყდებით. იუხედავად იმისა, რომ მუსიკა არტისტის პირველადი მედიუმია, მან არაერთი საშუალება მოსინჯა გენდერის, სექსუალობის, სურვილის შესახებ სასაუბროდ, რაც პროზას, პოეზიას, ფემინისტურ ესეებს, მუსიკალურ ჟურნალიზმსა და პერფორმანსს მოიცავს. იენი მუდმივი ძიების პროცესშია და ცდილობს ამგვარად რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა.

ნაზი და მელოდიური ჟღერადობის ფონზე, იენი მასტურბაციასა და სხვა ყოველდღიურ სექსუალურ პრაქტიკებზე მღერის. ს წარმატებით ახერხებს პოპ მუსიკაში ტაბუირებული სიტყვების გამოყენებას და ობიექტივაციისგან სრულიად დაცლილად მღერის სხეულის ნაწილებზე. ართლაც, ცოტა თანამედროვე მომღერალი თუ ახერხებს სიტყვების "სუბლიმაცია" და "კლიტორი" იმგვარი ელეგანტურობით წარმოთქმას, როგორც იენი ვალი.

არტისტი არ მიიჩნევს, რომ მისი შემოქმედება პროვოკაციულია, რადგანაც ეს სრულიად არ წარმოადგენს მის მიზანს. ვალის ტესტები შოკისმომგვრელი უმეტესწილად იმიტომაა, რომ ამ სიტყვების მოსმენას ჰიპ-ჰოპისა და არ-ენ-ბის ჰიპერ-სექსუალიზებულ კონტექსტში ვართ შეჩვეული, ამიტომაც ის, რასაც მუსიკოსი აკეთებს, უცნაურად გვეჩვენება. სტილითა და სტრუქტურით მისმა პაროდიული ხასიათის ტექსტებმა, შესაძლოა კონცეპტუალისტი არტისტების: ჯენი ჰოლცერის და ტრეისი ემინის შემოქმედება მოგაგონოთ.

მეექვსე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Blood Bitch, ნორვეგიელი მუსიკოსის ყველაზე კონცეპტუალური და სიურეალისტური ნამუშევარია, სადაც ის სისხლზე, მენსტრუაციასა და ვამპირებზე გვესაუბრება. როგორც ვალს სჩვევია, ამ თემებზე საუბრით ის უფრო მსხვილ საკითხებზე ჩაგვაფიქრებს, რომლებიც სურვილის, კონტროლის, დაბნეულობის, ქალურობისა და გროტესკის იდეების გარშემო ტრიალებს.

ექსპერიმენტალისტი მუსიკოსი მოხარულია სიტყვა "სისხლის" გამოყენებით ალბომის სახელწოდებაში, რადგანაც მიაჩნია, რომ ის გაცემის აქტს უკავშირდება. ვალი არ ინტერესდება მენსტრუაციის ნორმალიზებით მეინსტრიმ კულტურაში და სურს მას არსებული მისტიციზმი შეუნარჩუნოს. ჩანაწერი გარკვეულწილად არტისტის პირადი გამოცდილებით იყო შთაგონებული, რომელიც ქალად ყოფნის უფრო პრაქტიკულ ასპექტებს ეხება: სისხლი ყოველთვიურად შეგვახსენებს, რომ ნაყოფიერების უნარი შეგვწევს და ამასთანავე მარცხზეც მიგვითითებს, მარცხის იდეა კი მუსიკოსისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელია. ვალი მენსტრუალურ სისხლს ვამპირების სისხლის წყურვილთან აკავშირებს.

"როგორ ცხოვრობ, როდესაც სიკვდილი არ არსებობს?" სწორედ ამ კითხვას სვამს მუსიკოსი და ცდილობს ვამპირები ახლებური პრიზმიდან დაგვანახოს. ჩვეულებრივ, ისინი მარტოსულ, ყოვლისმცოდნე, ძველმოდურ არსებებად არიან წარმოდგენილნი, რომელთაც აგრესიული სექსუალობა გააჩნიათ. კომპოზიციისათვის Female Vampire შექმნილ ვიდეოში, ვამპირები ოსლოს ქუჩებში დაეხეტებიან და სხვადასხვა რიტუალში იღებენ მონაწილეობას. კლიპის გმირი ვამპირიც უკვდავია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება, ის თავს დაბერებულად გრძნობს, მაგრამ მაინც ცდილობს მოუსვენრობასა და მოწყენას შეეწინააღმდეგოს. ვამპირი დაიღალა მოკვლით, მაგრამ სისხლი იმდენად სწყურია, რომ საკუთარ თავს ვერაფრით სძლევს.

მიმდინარე წლის სექტემბერში, პოსტ-პანკ პოპ ფილოსოფოსმა, რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი შემოგვთავაზა. Practice of Love, რომელიც რვა კომპოზიციისგან შედგება, ელექტრო-პოპის, ტრანსისა და ნიუ ეიჯის ელემენტებს აერთიანებს. არტისტი ნამუშევარში სიყვარულის დემისტიფიკაციას ცდილობს. ის აუთსაიდერების სიყვარულზე წერზე, მათზე, ვინც იბრძვიან თავი დაცულად იგრძნონ, რაც ვალისთვის ბავშვობიდანვე კარგად ნაცნობი განცდაა. იენი ინტიმურობის, დედობის, შექმნის და უცხოდ ყოფნის თემების გარშემო ტრიალებს და მისთვის დამახასიათებელი მეტაფორების გამოყენებით ამდიდრებს სიმღერის ტექსტებს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ვალის ნოველამ სახელწოდებით Paradise Rot დღის სინათლე იხილა. ნოველის მთავარი გმირი, ჯოუ, ქვიარი ქალი, რომელიც უცნობი ქვეყნის მოქალაქეა, საკუთარი სხეულის შესწავლით ინტერესდება და პიროვნული თვითგამორკვევის გზას შეუდგება. რა თქმა უნდა, ნაწარმოები არღვევს ჟანრობრივ სტრუქტურას და ფანტაზიისა და რეალობის ზღურბლზე დგას. ვალი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი შემოქმედებითი თვითგამოხატვისტვის მხოლოდ ერთი მედიუმი არ კმარა და რომ მას თანაბარი წარმატებით შეუძლია ყველა მათგანის მოხელთება.

ავტორი: ლილი მამულაშვილი



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი