მოლდავეთის პარლამენტმა მიიღო ორი დღის წინ მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეთა თანასწორობას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება დადებითი მოვლენაა, ILGA-Europe წუხილს გამოთქვამს იმის შესახებ, რომ გარდა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის შემთხვევისა, კანონში ”სექსუალური ორიენტაცია” არ არის მოხსენიებული.
ILGA-Europe-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ პარადიმ განაცხადა: ”ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ იმის თაობაზე, რომ დისკრიმინაციის სხვადასხვა საფუძვლებისადმი განსხვავებული მიდგომის ქონით, მოლდავური კანონი ადამიანის უფლებებსაც იერარქიულად ჰყოფს. ამასთან ერთად, როდესაც სხვადასხვა ქალაქების საკრებულოები ეგრეთ წოდებული ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების პროპაგანდის” აკრძალვას აპირებენ, ჩვენ ვშიშობთ, რომ ლეგალური სიცხადის არქონა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის ირგვლივ, ლგბტ თემს მოწყვლად მდგომარეობაში დატოვებს და მის ლეგალურ დაცულობას საგრძნობლად შეზღუდავს.”
ILGA-Europe მოუწოდებს ევროპულ დაწესებულებებს მოახდინონ ეფექტური მონიტორინგი ზემოხსენებული კანონის იმპლემენტაციისა და დაეხმარონ მოლდავეთის უწყებებს კანონის ფართო ინტერპრეტაციის გამოყენებაში.
წყარო: www.ilga-europe.org