სინდი ლოპერი ლგბტ საკითხების ლობირებას ახდენს
06 05 2011

სინდი ლოპერმა და ”პრისცილა უდაბნოს დედოფლის” ("Priscilla Queen of the Desert") მონაწილე მსახიობებმა ერთიანი ძალისხმევით მოაწყეს გასართობი ღონისძიება, რომლიდანაც შემოსული თანხა გადაეცა True Colors Fund-ს. ეს ფონდი ლგბტ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს.

The RLife საქველმოქმედო კონცერტის სპონსორი გახლდათ Grey Goose და ღონისძიება შედგა 28 აპრილს Renaissance New York Times Square Hotel-ში. ორგანიზატორებმა ასევე წამოიწყეს ონლაინ აუქციონი charitybuzz.com, რომელიც 12 მაისამდე გაგრძელდება. მოზიდული თანხა მოხმარდება ახალგაზრდა ლგბტ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

მაყურებლის წინაშე DJ მია მორეტი და ელექტროვიოლინისტი კეტლინი წარსდგნენ, შემდეგ კი თავად სინდი ლოპერი გამოვიდა და მოუწოდა პუბლიკას ლგბტ საკითხებზე დისკუსიისაკენ. მან განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ლგბტ ახალგაზრდებში უსახლკარობის პრობლემას.

მოამზადა ჩეის მეთიუმ

წყარო:http://chicago.gopride.com/news/article.cfm/articleid/18519849/cyndi-lauper-event-raises-awareness-for-lgbt-issues



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან