„ფემენის“ პროტესტი საქართველოს საელჩოსთან
19 07 2011

ნახევრად შიშველი აქტივისტები ძალადობრივად დაშალეს კიევში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა. დემონსტრაცია საქართველოში ჯაშუშობისთვის დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად გაიმართა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებისას ადგილობრივი ჟურნალისტი დაშავდა. მოძრაობა „FEMEN“-ის წარმომადგენელი ქალების ჯგუფი კიევში საქართველოს საელჩოს წინ შეიკრიბა დიდი ხელოვნური ფოტოაპარატებით და პოსტერებით ”არა ფოტოებს - არა დემოკრატიას!”. დემონსტრაციის განმავლობაში, რომელიც საქართველოში დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი საერთაშორისო კამპანიის ნაწილი იყო, საელჩოს შენობიდან მამაკაცი გამოვიდა და თავს დაესხა წელს ზემოთ შიშველ აქტივისტებსა და ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც აქციის ფოტოებს იღებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი კიევში საქართველოს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. „FEMEN“-ის აქტივისტების აზრით, საელჩოსთან მომხდარი ინციდენტი მხოლოდ ადასტურებს ”საერთაშორისო საზოგადოების ეჭვს იმის თაობაზე, რომ ოფიციალური თბილისი მედიაფობიურია.” წყარო: http://rt.com/news/campaign-femen-georgia-photojournalist/ იხილეთ ვიდეო: Femen in front of Georgian Embassy


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია