მონტენეგრო ლგბტ ადამიანებს დისკრიმინაციისგან იცავს
29 07 2010

2010 წლის 27 ივლისს მონტენეგროს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით (67 ხმა 6-ის წინააღმდეგ) მიიღო ინკლუზიური ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერ ნიადაგზე, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიზეზით.

IlGA-Europe წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მონტენეგროს ადამიანის და უმცირესობათა უფლებების დაცვის მინისტრი ბატონი ფერჰარტ დინოშა სისტემატიურად ეწინააღმდეგებოდა ლგბტ ადამაინების დისკრიმინაციისგან დაცვას, საზოგადოების ”მორალური კოდექსის მიზეზით”.

მონტენეგრო ევროკავშირში შესვლის პოტენციური კანდიდატია და ბოლო ქვეყანაა დასავლეთ ბალკანებში, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

მაკედონიის რესპუბლიკამ, 2010 წლის აპრილს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას, კანონპროექტიდან სექსუალური ორიენტაციის პუნქტი ამოშალა, რითაც ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა დაიმსახურა.

წყარო:

http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/montenegro_fulfils_eu_membership_requirement_and_protects_lgbt_people_from_discrimination



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია