ლგბტ ისტორიის მუზეუმი სან ფრანცისკოში
13 01 2011
ლგბტ ისტორიისადმი მიძღვნილი მუზეუმი ოთხშაბათს სან ფრანცისკოში იხსნება. მუზეუმი კასტროს ისტორიულ ცენტრში განლაგდება.
„ისეთი ობიექტები, როგორიცაა ჰარვი მილქის სამზარეულო მაგიდა და ვარდისფერი სათვალეები, მანუსკრიპტები და სექს–სათამაშოები არის გამოფენილი 1,600 კვადრატული მეტრის სივრცეში, მე-18 ქუჩაზე. ორი საგამოფენო დარბაზითა და ასობით ექსპონატით, ლგბტ ისტორიის მუზეუმი მეორეა მსოფლიოში, რომელიც მიძღვნილია მთლიანად გეი და ლესბოსური არქივებისა და მასალებისადმი,“ - აცხადებენ მუზეუმის თანამშრომლები. „ მეორე გერმანიაშია,“– დასძენენ ისინი.
მუზეუმს კურირებს „GLBT Historical Society“ (ლგბტ ისტორიული საზოგადოება), რომელიც ათწლეულზე დიდხანს ცდილობდა ეს მუზეუმი გაეხსნა და ძალიან გაუჭირდა ისეთი სივრცე მოეძებნა, რომელიც ფინანსურად მისაღები იქნებოდა.
წყარო:http://www.advocate.com/News/Daily_News/2011/01/12/LGBT_History_Museum_Opens_in_SF/
ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა