"ლგბტ ცხოვრების" ხელმძღვანელი ჰარვარდის უნივერსიტეტში
12 09 2011

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ლგბტ ცხოვრების ხელმძღვანელი დანიშნა.

ლისა ’ლი’ ფორესტი, რომელიც ამჟამად მასაჩუსეცში მდებარე Bridgewater-ის სახელმწიფო უნივერსიტეტში “GLTB and Allies Pride Center”-ს ხელმძღვანელობს, ჰარვარდში მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს.

“The Harvard Crimson”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციამ ზემოხსენებული თანამდებობის შექმნა აპრილში გადაწყვიტა იმ საჩივრების გამო, რომელთა მიხედვითაც ლგბტ სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში არასაკმარისი რესურსები იყო გამოყოფილი.

ლგბტ სტუდენტებს ჰარვარდის ტერიტორიაზე ახალი სივრცე ექნებათ, ხოლო მის ფორესტსა და მის ასისტენტს - საკუთარი ოფისი.

ლისა ფორესტმა განაცხადა, რომ ეს ახალი პროგრამა სტუდენტებისთვის ღირებულ რესურსსა და ჰარვარდის ისტორიაში ახალ, საინტერესო თავს წარმოადგენს.

წყარო:http://www.pinknews.co.uk/2011/09/12/harvard-university-hires-gay-student-life-director/



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი