ლედი გაგა რომის პაპს უპირისპირდება
30 09 2012

გეი კერპმა ლედი გაგამ გასულ კვირას აზრი გამოთქვა საფრანგეთში რომის პაპის ეპისკოპოსებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების თაობაზე. რომის პაპმა განაცხადა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის კავშირის, ცნების შენარჩუნებასა და გავრცელებას. ფრანგულ რადიოში ლედი გაგამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ერთსქესიანი ქორწინება ”მაინც მოხდება” და რომ ის თუ ”რას ფიქრობს პაპი გეებზე, მსოფლიოს საერთოდ არ აინტერესებს.” გასული ორი წლის განმავლობაში სიმღერა "Born this way"-ის ავტორი ცნობილი გახდა, როგორც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებათა ადვოკატი. ის სისტემატიურად ღიად საუბრებს ქორწინების თანასწორობის სასარგებლოდ და გასულ წელს მას მიანიჭეს Trevor Hero ჯილდო, მისი ლგბტ ადვოკატირებისთვის. წყარო: http://www.huffingtonpost.com/2012/09/29/lady-gaga-pope-gay-marriage_n_1925324.html


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის