პირველი ირლანდიური ერთსქესიანი სამოქალაქო ქორწინება
25 12 2010

ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა დერმოტ აჰერნმა ხელი მოაწერა ბრძანებას ერთსქესიანი სამოქალაქო ქორწინების თაობაზე კანონის შემუშავების შესახებ.

ერთსქესიანი ქორწილების ჩატარება კანონიერი გახდა 1 იანვარს, მაგრამ, რადგან წყვილებმა განცხადება სამი თვით ადრე უნდა შეიტანონ, პირველი ცერემონია 1 აპრილამდე არ შედგება.

ჰეტეროსექსუალმა წყვილებმაც ასევე სამი თვით ადრე უნდა შეიტანონ განცხადება ქორწინებაზე.

აღსანიშნავია, რომ  ცერემონიის გამართვა აპრილამდეც შეიძლება იმ შემთხვევაში თუკი ერთ-ერთი პარტნიორი მძიმედ არის ავად.

ბატონმა აჰერნმა ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის ძალითაც ავტომატურად იქნება აღიარებული ირლანდიელ მოქალაქეთა შორის უცხოეთში გაფორმებული ქორწინებები.

ერთსქესიანი წყვილები, რომლებიც უკვე დაქორწინებულები არიან ან სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან საზღვარგარეთ არსებული კანონების მიხედვით, ირლანდიაში ამავე სტატუსს მიიღებენ იანვრის დასაწყისიდან.

წყარო:http://www.pinknews.co.uk/2010/12/24/first-irish-civil-partnerships-to-take-place-in-april/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება