ობამა ”არ იკითხო არ თქვა”-ს წესს აუქმებს
13 12 2010
უოშინგტონი - პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც ჰომოსექსუალი მამაკაცებისა და ქალებისთვის ღიად ჯარში მსახურობის აკრძალვა უქმდება.
”ათიათასობით ამერიკელს უნიფორმაში აღარ მოუწევს იძულებით ტყუილში ყოფნა და მალვა იმისათვის, რომ იმ ქვეყანას ემსახურონ, რომელიც უყვართ,”– თქვა ობამამ.
ახალი კანონი 17 წლიან ”არ იკითხო, არ თქვა”–ს წესს უსვამს წერტილს, რომელიც აიძულებდა გეი ჯარისკაცებს საკუთარი ორიენტაცია დაემალათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შიშით.
სანამ კანონი ძალაში შევა, პენტაგონმა ჯერ უნდა დაასრულოს იმპლემენტაციის დაგეგმვა, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა: ”ამ გეგმის დასასრულებლად დროის გაწელვას არ ვაპირებთ”.
წყარო: http://www.msnbc.msn.com/id/40777922/ns/politics-white_house/
ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"