მექსიკის მთავარი პროკურორი ტორეის მკვლელობას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს და გამოძიების წარმართვასაც შესაბამისად აპირებს.
ტორესი ბოლოს პარასკევს საღამოს ნახეს, როდესაც ის სახლიდან გადიოდა პუებლოს შტატში მდებარე პატარა ქალაქ ჩიპილოში წვეულებაზე დასასწრებად. იგი შაბათს თეთრეულსა და ყავისფერ ჟაკეტში ჩაცმული იპოვეს გზის პირას ქალაქ პუებლას გარეთ. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი და სხეულზე დამწვრობის ნიშნები ეტყობოდა.
28 წლის ტორესი, ფსიქოლოგი, აქტივისტი და ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი იყო მექსიკის ლგბტ თემში. ის მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ მექსიკაში ტრანსგენდერი ადამიანების აღიარებისათვის ბრძოლაში.
ორგანიზაცია „დემოკრატია და სექსუალობა“–ს წარმომადგენელი ბრაჰიმ ზამორა აცხადებს, რომ ეს წელს მექსიკაში ლგბტ ადამიანის უკვე მეექვსე მკვლელობაა. ამ მკვლელობებიდან ჯერ არცერთი არ იქნა გახსნილი.