მალტას პრეცედენტული კონსტიტუცია
16 04 2014
მალტა: პირველი კონსტიტუცია ევროპაში, რომელიც გენდერულ იდენტობას ახსენებს ტრანსგენდერ ევროპას განცხადება 14 აპრილს, მალტა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომლის პარლამენტმაც ერთსულოვნად მისცა ხმა კონსტიტუციაში ისეთი ჩანაწერის დამატებას, რომლის მიხედვითაც, გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაცია უკვე კონსტიტუციურ დონეზე დარეგულირდება. პარლამენტმა ასევე წარადგინა სამოქალაქო პარტნიორობის კანონი, რომელიც სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ ჰომოსექსუალ და ჰეტეროსექსუალ წყვილებს თითქმის იმავე უფლებებს ანიჭებს, რასაც დაქორწინებულ წყვილებს. ტრანსგენდერ ადამიანებს, რომელთა გენდერიც სამართლებრივად აღიარებულია, ამიერიდან დაქორწინებაც შეუძლიათ. „შესანიშნავი ამბავია! მალტამ გრძელი გზა განვლო. ვულოცავთ აქტივისტებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებათა დასაცავად იბრძოდნენ“ - განაცხადა ტრანსგენდერ ევროპას აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯულია ერტმა. „ეს ბევრი ქვეყნისთვისა მოწოდებაა, რომ იბრძოლონ ტრანსგენდერული იდენტობების შესახებ ცრურწმენებისა და მცდარი შეხედულებების წინააღმდეგ და ხმამაღლა და გარკვევით განაცხადონ, რომ ამაყად დგანან თავიანთი ტრანსგენდერი მოსახლეობის გვერდით.“ - ამბობს რიჩარდ კოლერ, ტრანსგენდერ ევროპას პოლიტიკის ოფიცერი. პარლამენტარებმა ანტი-დისკრიმინაციული კანონიც გააძლიერეს, რომლიც ტრანსგენდერ ადამიანებს დისკრიმინაციისგან უკეთ დაიცავს. გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურების შესახებ კანონპროექტი მზადების პროცესშია. მალტელი აქტივისტების თქმით, იგი არგენტინული გენდერული იდენტობის აქტის მიხედვით დაიწერება. „მოვუწოდებთ მალტელ კანონმდებლებს შექმნან მაქსიმალურად ეფექტური კანონი. ტრანსგენდერი ადამიანები გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურების იმსახურებენ.“ - რიჩარდ კოლერი. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან