ოჯახები გეი წევრების მხარდასაჭერად გამოდიან
30 11 2010

კვირას ასობით ფერად ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანმა მსვლელობა მოაწყო ჯანპათში ფერადი დროშებით ხელში, დელის მესამე ქვიერ პრაიდის აღსანიშნავად.

ირგვლივ საზეიმო განწყობა იყო, როცა ენთუზიაზმით აღსავსე მონაწილეები სექსუალური ორიენტაციის განურჩევლად დოლების ხმაზე აცეკვდნენ. პოლიციელები მიყვებოდნენ მსვლელობის მარშრუტს.

პრაიდის ერთ-ერთი ყველაზე გამამხნევებელი მხარე იმ ადამიანების რაოდენობა იყო, რომლებიც ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გამოვიდნენ. ”მამები და დედები, ძმები და დები, ყველანი აქ არიან მხარდაჭერის გამოსახატად. შარშანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ადამიანს უკეთია სახეზე ნიღაბი. ეს დადებითი ნიშანია,”– განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც 2009 წლის მსვლელობასაც ესწრებოდა.

მსვლელობის ჭეშმარიტი ვარსკვლავი იყო მოხუცი ბებია, რომელიც პლაკატით ხელში, გეი შვილიშვილის მხარდასაჭერად გამოვიდა. ”ჩემს შვილებს უნდა ჰქონდეს უფლება იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. მათი ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რისი განსაზღვრაც არცერთ კანონს არ შეუძლია,”– განაცხადა მან ამაყად, მიმართა რა გახარებულ ხალხს. ბევრისთვის ეს მსვლელობა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის აღნიშვნის შესაძლებლობას წარმოადგენდა. დელის უზენაესმა სასამართლომ გასულ წელს 337-ე მუხლი გააუქმა. ”ამ კანონის გაუქმების შემდეგ ჩვენ ღიად შეგვიძლია გარეთ გამოსვლა,”– დასძინა 19 წლის მონაწილემ, ღიმილით მოიხსნა რა სახიდან ნიღაბი.

წყარო:

http://www.thehindu.com/todays-paper/tp-national/tp-newdelhi/article920662.ece?textsize=large&test=1&sms_ss=facebook&at_xt=4cf3f50d072a297b,0



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის