ლბტ წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ
31 03 2013
კალიფორნიის განათლების დეპარტამენტმა რეკომენდებული საკითხავი მასალის სიაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, ჩართო მთელი რიგი წიგნებისა, რომელიც ლგბტ თემატიკას შეეხება. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს. Rose of No Man’s Land, Michelle Tea (მიშელ თეა „უპატრონო მიწის ვარდი“) თეას რომანში, აღწერილია გარდატეხის ასაკში მყოფ, მიზანთროპ ტრიშა დრისკოლისა და როუზის შეხვედრა. როუზმა ტრიშას ცხოვრება შეცვალა და როგორც პირველი კოცნა, ისე პირველი ნარკოტიკი გაასინჯა. თუ თქვენ მოზარდი არ ხართ, ეს წიგნი ასეთად გაგრძნობინებთ თავს. Our Lady of the Flowers, Jean Genet (ჟან ჟენე „ჩვენი ყვავილების დედოფალი“) ამ კლასიკურ რომანში აღწერილია დრეგ ქუინ დივაინის (Divine) ისტორია, რომელიც ჟენემ ციხეში დაწერა. ნაწარმოები ძალიან სექსუალური შინაარსისაა და ჟან პოლ სარტრმა ის „მასტურბაციის ეპიკად“ შერაცხა. Hero, Perry Moore (პერი მური „გმირი“) მას შემდეგ რაც პერი მურმა გრაფიკული რომანი X-Men: Age of Apocalypse #2 წაიკითხა, სადაც ვულვერინი კლავს ნორთსტარს, რომელიც გამომცემლობა Marvel–ის ყველაზე გამოჩენილი გეი გმირი იყო, მან გადაწყვიტა შეექმნა კომიქსები, სადაც ჰომოსექსუალ გმირთა მთელი წყება იქნებოდა წარმოჩენილი. წიგნში, რომელმაც ლამბდას ჯილდო მიიღო, წარმოჩენილია მოზარდი გეი სუპერგმირი, რომელიც ბოლოს გადარჩება. The Color Purple, Alice Walker (ელის უოქერი „იასამნისფერი“) ეს წიგნი ბევრი მიზეზის გამო ითვლება კლასიკად (თუნდაც იმიტომ, რომ მან პულიცერის პრემია მიიღო მხატვრულუ ლიტერატურის ნომინაციაში). წიგნში აღწერილია შავკანიანი ქალების ცხოვრება 1930–იანი წლების ამერიკაში. სიუჟეტში ისეთი ამბავია წარმოჩენილი, რომელიც ტრადიციულ გენდერულ როლებს შორის ზღვარს შლის და გვასწავლის რომ სიყვარულს შეუძლია ბორკილებისგან დაგვაღწევინოს თავი. Fun Home, Alison Bechdel (ელის ბეჩდელი „მხიარულების სახლი“) ყველას უყვარს გრაფიკული რომანები და ყველას უნდა უყვარდეს ელის ბეჩდელი, რომლის არაჩვეულებრივი გრაფიკული მემუარი მამის გარდაცვალებისა და საკუთარ სექსუალობასთან შეგუების შესახებ აუცილებელი საკითხავი უნდა იყოს ნებისმიერი სტუდენტისათვის, რომელიც მსგავს პრობლემებს აწყდება. Oranges Are Not the Only Fruit, Jeanette Winterson (ჯენეტ უინტერსონი „ფორთოხლის გარდა, სხვა ხილიც არსებობს“) ჯენეტ უინტერსონმა ძალიან სახალისოდ აღწერა ქამინაუთის ამბავი ინგლისურ პენტეკოსტურ თემში. გოგონამ, რომელიც წიგნის მთავარი მოქმედი პირია, ქალებისადმი თავისი სიყვარული ღვთის რწმენას უნდა შეურიგოს და ამას ძალიან კარგად ახერხებს. გარშემომყოფებს კი ეს, პირიქით, ძალიან უჭირთ. Orlando: A Biography, Virginia Woolf (ვირჯინია ვულფი „ორლანდო: ბიოგრაფია“) ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს. ნახევრად ბიოგრაფიული და გენდერულად არაკონფორმული ეს რომანი ვირჯინია ვულფის ერთ–ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. წყარო: http://flavorwire.com/380601/10-lgbt-themed-novels-that-every-student-should-read/view-all