ტრანსგენდერი აქტივისტის და სექს-მუშაკის, ჰანდე კადერის მკვლელობას თურქეთმა მასობრივი საპროტესტო აქციებით უპასუხა. კვირას, 21 აგვისტოს, თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში აქციის მონაწილეები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღკვეთას და ჰანდე კადერის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვდნენ. ტრანსგენდერი აქტივისტი აგვისტოს დასაწყიში დაწვეს, მას შემდეგ რაც გააუპატიურეს. 22 წლის კადერის სხეული დასახიჩრებულ და დამწვარ მდგომარეობაში იქნა აღმოჩენილი სტამბოლის ერთ-ერთი უბნის, ზაქერიაკოის მახლობლად.
როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, საპროტესტო აქციას თურქეთის პარლამენტის ოპოზიციაში მყოფი წევრები და პოლიტიკური ლიდერები შეუერთდნენ. „ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ ვიპოვთ ჰანდე კადერის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს“, - განაცხადა ებრუ კირანჯიმ, სტამბოლის „ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების სოლიდარობის ასოციაციის“ სპიკერმა.
კადერის მეგობარი დავუთ დენგილერი, რომელთან ერთადაც გარდაცვლილი ერთ სახლში ცხოვრობდა, ამბობს, რომ სხეული მორგში იქნა იდენტიფიცირებული. „მორგი უნდა დამეტოვებინა. მიხაროდა, რომ იქ ვერ ვიპოვეთ. ბოლო წუთს ექიმმა ჩაილაპარაკა, რომ იქ კიდევ იყო ერთი დამწვარი გვამი და კარგი იქნებოდა შემოწმებულიყო. ასეც მოვიქეცი. მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გავაცანი. კომპიუტერს შეხედეს. ექიმმა მხარზე დამადო ხელი და მითანაგრძნო. გონება დავკარგე“; - დენგილერის ამ სიტყვებს BBC ავრცელებს.
[caption id="attachment_7878" align="aligncenter" width="278"] მუჰამედ სანკარი[/caption]კადერის მკვლელობა სირიელი ჰომოსექსუალი ლტოლვილის, მუჰამედ ვისამ სანკარის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ მოხდა. სანკარი 23 ივლისს დაიკარგა. მისი გვამი დაკარგვიდან ორ დღეში იქნა ნაპოვნი. საგამოძიებო პროცესში აღმოჩნდა, რომ სანკარი, რომელიც სტამბოლში ერთი წლის წინ ჩავიდა, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს. მისი სხეული იმ ადგილას იქნა აღმოჩენილი, რომლის მახლობლადაც ჰანდე კადერის გვამი იპოვეს.
სტამბოლში გამართული გუშინდელ აქციას მხარდაჭერას უცხადებნენ ცნობილი თურქი სახეები. BBC-ის ცნობითვე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ხმამაღალა მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ტრანსგენდერთა მკვლელობების წინააღმდეგ სტამბოლის დემონსტრაციას შეერთებოდნენ.
„ტრანსგენდერი ევროპის“ მონაცემების მიხედვით, თურქეთში ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების რიცხვი ევროპაში ყველაზე მაღალია. „თუმცა, ტრანსგენდერებისთვის უსაფრთხო სივრცეს არც ერთი ქვეყანა არ წარმოადგენს“, - ნათქვამია 2016 წლის ანგარიშში.
ჰანდე კადერი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცდილობდა ტრანსგერთა მკვლელობებისა და უსამართლობისკენ მიემართა საზოგადოების ყურადღება. იგი ყოველთვის დემონსტრაციების წინა ხაზზე იდგა.
[caption id="attachment_7880" align="aligncenter" width="324"] ჰანდე კადერი 2015 წლის ლგბტ პრაიდის დარბევისას პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისას დააკავა[/caption]2015 წელს პოლიციამ სტამბოლში, ტაქსიმის სკვერზე ყოველწლიური ლგბტი პრაიდის მსვლელობა აკრძალა. როდესაც ძალოსნები შეეცადნენ შეკრებილები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაეშალათ, ჰანდე კადერი ერთ-ერთი იყო, რომელიც პოლიციას წინ აღუდგა.
კადერი ჟურნალისტებს საყვედურობდა, რომ ფოტოები გამოექვეყნებინათ. „თქვენ იღებთ ფოტოებს, თუმცა არ აქვეყნებთ. ჩვენი ხმა არავის ესმის“, - ამბობდა ის. თუმცა მკვლელობამ მისი ხმა სამუდამოდ დაახშო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კადერს ასე მოუსწრაფებდნენ სიცოცხლეს.
აქტივისტი საცხოვრებელ მინიმუმს სექს სამუშაოთი გამოიმუშავებდა, რითაც საკუთარ უსაფრთხოებას ყოველ ჯერზე რისკის ქვეშ აყენებდა. როგორც სხვა ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც იძულებული შეიქმნენ სექს სამუშაოში ჩართულიყვნენ, გარდაცვლილის მეგობრის თქმით, ჰანდე კადერი ქუჩაში მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალისხმევით ცდილობდა სხვა გზა ეპოვა.
[caption id="attachment_7881" align="aligncenter" width="300"] ივნისში პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა ლგბტ პრაიდის დასაშლელად[/caption]თურქეთში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის კვლამინიჭების პროცესი გრძელი და მტკივნეულია. ბევრი ვერც კი ბედავს ტრანზიციის პროცესი დაიწყოს. ამის გამო, ტრანსგენდერი ადამიანები ვერ ცვლიან ID ბარათისთვის გენდერის მიხედვით შერჩეულ ფერს, რის გამოც არ შეუძლიათ ისეთ ადგილებში დასაქმედნენ, სადაც შედარებით უსაფრთხოდ იქნებიან.
სინემ ჰუნი, ადვოკატი, რომელიც ტრანს იდენტობის კვლავმინიჭების შემთხვევებზე მუშაობს, ამბობს, რომ სახელმწიფოს „უნდა დაინახოს“, რომ ტრანს კაცებს და ტრანს ქალებს გავლილი აქვთ გენიტალიური ოპერაციები, რათა დარწმუნდეს, რომ გენდერის კვლავმინიჭების პროცესი ფიზიკურად განხორციელებულია. ამავე დროს, მისი თქმით, სტერილიზაცია სავალდებულოა.
„ბევრი ტრანსს არ შეუძლია შეიცვალოს იდენტობა 5 ან 6 წლის განმავლობაში“; - ამბობს სინემ ჰუნი. თურქეთში უკიდურესად მცირეა იმ ექიმების რიცხვი, რომლებსაც საკმარისი კვალიფიკაცია აქვთ შესაბამისი ოპერაციების ჩასატარებლად, რაც ძალიან ძვირი და რთული პროცესია.
ტრანს ქირურგია და სტერილიზაცია ევროპაში
- აუცილებელია გენდერის კვლამინიჭებისთვის 24 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, თურქეთში, რუსეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.
- არ არის აუცილებელი 15 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, იტალიასა და ესპანეთში.
- გენდერის კვლავმინიჭების ოპერაცია უკანონოდაა მიჩნეული უნგრეთში, კვიპროსში, მოლდოვასა და ალბანეთში.
- უნგრეთის და ალბანეთის კანონმდებლობა „ტრანსგენდერს“ არ ცნობს.
წყარო: „ტრანსგენდერი ევროპის“ ტრანს უფლებების ინდექსი ევროპაში
ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ბრძოლა სოციალური მიმღებლობისთვისა და ბრძოლა სიცოცხლისთვის ერთი და იგივეა. სამართლიანმა პროცესებმა და დემოკრატიულმა გამარჯვებებმა შეიძლება განსაზღვრონ ის, თუ როდის გახდებიან ისინი თურქეთში თუ სხვა ქვეყანაში თანაბარუფლებიანი მოქალაქეები, მაგრამ ტრანსგენდერები, ქვიარ ჯგუფის სხვა წევრები, ისევე როგორც მათი მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ჰანდე კადერის მკვლელობა გარდამტეხი იქნება ტრანსგენდერთა მკვლელობების საპასუხოდ.