ოქტომბერი ლგბტ ისტორიის თვეა
26 10 2011

1994 წელს, მისურის სკოლის მასწავლებელმა, როდნი უილსონმა გადაწყვიტა, რომ გეი და ლესბოსური ისტორიის სწავლებისა და აღნიშვნისათვის ერთი მთლიანი თვე მიეძღვნა. ამისათვის უილსონმა, სხვა მასწავლებლებსა და თემის ლიდერებთან ერთად, შეარჩია ოქტომბერი, რადგან საჯარო სკოლებში სასწავლო წელი ამ დროს უკვე დაწყებულია და ისეთი ტრადიციული ლგბტ დღესასწაული, როგორც ქამინაუთის დღეა (11, ოქტომბერს) ამავე თვეში აღინიშნება.

გეი და ლესბოსური ისტორიის თვე GLAAD-ის, ადამიანის უფლებათა კამპანიის, ეროვნული გეი და ლესბოსელ ექსპერტთა ჯგუფის, ეროვნული განათლების ასოციაციის და სხვა ეროვნული ორგანიზაციების მიერ იყო ინიცირებული. 2006 წლიდან, ლგბტ ისტორიის თვისათვის მასალების, სარეკლამო კამპანიისა და რესურსების უზრუნველყოფა თანასწორობის ფორუმმა ითავა.

.......

იზეიმეთ ჩვენი მემკვიდრეობა

მსფლიო მასშტაბით ლგბტ თემის ისტორია ერთადერთია, რომელსაც არ ასწავლიან სახლებში, სკოლებსა ან რელიგიურ დაწესებულებებში. ლგბტ ისტორიის თვე გვთავაზობს როლურ მოდელს, აერთიანებს თემს და ეროვნული და საერთაშორისო წვლილის და მიღწევების შესახებ სამოქალაქო განაცხადს აკეთებს.

საძიებელი

თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ ლგბტ ისტორიის თვის მთელს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს პერიოდს 2006 წლიდან დღემდე. თქვენთვის საინტერესო ადამიანის მოძებნა მისი სახელით, თარიღით ან 100–ზე მეტი საკვანძო სიტყვის მეშვეობით შეგიძლიათ. ასეთი სიტყვებია, მაგალითად: აფრო–ამერიკელი, ავტორი, კალიფორნია, ახალგაზრდები და რელიგია. იპოვეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი სახელოთ, რათა იხილოთ მისი ბიოგრაფია, ვიდეო მასალა ან სხვა რესურსები.

იხილეთ საძიებელი: http://216.119.152.138/icon-search

წყარო: http://www.lgbthistorymonth.com/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"