საერთაშორისო ლგბტქი ახალგაზრდული და სტუდენტური ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა დეკემბერში თელ–ავივში უნდა ჩატარებულიყო.
მას შემდეგ, რაც საკითხის ირგვლივ კამათი დაიწყო, IGLYO-მ წევრებს სთხოვა კენჭი ეყარათ იმის თაობაზე, უდნა შეცვლილიყო თუ არა კონფერენციის დგილი.
55%-მა კითხვას დადებითი პასუხით უყარა კენჭი, ხოლო 25%-მა თავი შეიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის კონფერენცია სხვა ქვეყანაში ჩატარდება, ირგანიზაცია Israel Gay Youth-ს მაინც ექნება შესაძლებლობა უმასპინძლოს ლგბტქ ახალგაზრდული ლიდერობის სამიტს 2011 წლის ზამთარში.
IGLYO ამჟამად ეძებს ახალ ადგილს 2011 წლის გენერალური ასამბლეის კონფერენციისათვის.
პალესტინური ორგანიზაცია Queer Groups (ქვიარ ჯგუფები) IGLYO-ს ადანაშაულებენ იმ პრობლემების უგულვებელყოფაში, რომლებიც ისრაელისა და პალესტინის ურთიერთობებში არსებობს. ორგანიზაციამ ასევე დასძინა, რომ IGLYO-მ ფარისევლობა გამოიჩინა მისცა რა უფლება ისრაელს ლიდერობის სამიტს უმასპინძლოს.
წყარო: http://www.pinknews.co.uk/2011/08/05/israel-lgbt-youth-conference-cancelled/



