გაუპატიურების კულტურის ყოველდღიური მაგალითები
05 12 2015
შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ ეს სია წარმოადგენს სისგენდერი მამაკაცების მიერ სის ქალების გაუპატიურების ყოვლისმომცველ კულტურას, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების კულტურის გავლენა ტრანს და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზეც (ისევე როგორც, სისგენდერ მამაკაცებზე) საგანგაშოა.როგორც ფემინისტებსა და სხვა ლიბერალურად განწყობილ ადამიანებს, სავარაუდოდ, გაგიგიათ ფრაზა "გაუპატიურების კულტურა". მაგრამ რამდენმა თქვეგანმა იცის, რეალურად როგორ გამოიყურება ის? ფემინისტური ფორუმებისა და ონლაინ სტატიების კითხვისას, განსაკუთრებით, ისეთ სტატიებში, რომლებიც გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებას ეხება, ზოგჯერ ვამჩნევ, რომ კომენტარების განყოფილებაში, ადამიანები აკეთებენ განცხადებებს ისე, თითქოს გაუპატიურების კულტურა, უბრალოდ, გამოგონებული ფრაზა იმისთვის, რომ კაცები უფრო ცუდად გამოვაჩინოთ, ან რომ გაუპატიურება ისე ავსახოთ, თითქოს ის უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ეს რეალურადაა. შემეძლო, მარტივად დამევიწყებინა ეს კომენტარები, როგორც ონლაინ ტროლების მიერ დაწერილი, მაგრამ მათ სერიოზულად დამაფიქრეს. შესაძლოა, ადამიანებს მართლა არ ესმით, რა არის გაუპატიურების კულტურა. პრინციპში, თუ პირველად გესმის ფრაზა, შეიძლება, მართლაც დაიბნე. ჩვენ გვესმის სიტყვა "კულტურა", როგორც სოციოლოგიური და ანთროპოლოგიური ხედვიდან - ის ყველაფერი, რაშიც ადამიანები, როგორც საზოგადოება, ერთვებიან, და გვიჭირს ამ კონცეპტთან სიტყვა "გაუპატიურების" დაკავშირება ვიცით, რომ საზოგადოება პირდაპირ და ღიად არ ახალისებს გაუპატიურებას. ბოლოს და ბოლოს, "როგორც ერთიანი საზოგადოება" "ერთიანად არ ვერთვებით" სექსუალურ ძალადობაში. გაუპატიურების კულტურის უკეთ გასაგებად, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საჭირო არაა საზოგადოება თუ ადამიანთა ჯგუფი პირდაპირ ახალისებდეს გაუპატიურებას (თუმცა, ესეც შესაძლებელია). როცა გაუპატიურების კულტურაზე ვსაუბროთ, ჩვენ განვიხილავთ რაღაცას, უფრო მეტად იმპლიციტურს. ჩვენ ვლაპარაკობთ კულტურულ პრაქტიკებზე (რომელშიც, კი, ერთიანად, როგორც საზოგადოება, ვერთვებით), რომლებიც ახსნას უძებნის გაუპატიურებას ან სხვანაირად ტოლერანტულია სექსუალური ძალადობის მიმართ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ კოლექტიურად როგორ ვფიქრობთ გაუპატიურებაზე. უფრო ხშირად ეს არის ის შემთხვევები, სადაც სექსუალური ზეწოლა, გაუპატიურება და, ზოგადად, ძალადობა არის იგნორირებული, ტრივიალიზირებული, ნორმალიზირებული ან ხუმრობაში გადატანილი. და ეს ხდება ძალიან ხშირად. ყოველთვის. ყოველ დღე. და ეს არის საშიში, ვინაიდან კონტრპროდუქტიულია სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის საქმისთვის. ანუ, კონკრეტულად, რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? როგორ წარმოჩინდება ის? თუ გინდათ მიხვდეთ, რაზე ვსაუბრობ, თვალი გადაავლეთ მოცემულ მაგალითებს. იმიტომ, რომ თუ არ გვესმის, რას გულისხმობს გაუპატიურების კულტურა, ან თუ მის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ვახდენთ, გაგვიიოლდება მისი არსებობის უარყოფა. გაუპატიურების კულტურა არის ...
- კანადის უნივერსიტეტი, რომელიც არ კრძალავს სტუდენტურ "სიმღერას": "Y არის შენი და (your sister). O არის ო-როგორი-მჭიდრო. U არის არასრულწლოვანი (underage), N არის თანხმობა (consent), G არის ხელი წაავლე იმ ტრაკს (grab that ass)."
- 2. პოპ მუსიკა, რომელიც ქალებს ეუბნება: "შენ იცი, რომ გინდა".
- მოსამართლე, რომელმაც მხოლოდ 30 დღე მიუსაჯა 50 წლის კაცს, რომელმაც 14 წლის გოგო (რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა) გააუპატიურა.
- დედები, რომლებიც გოგოებს ადანაშაულებენ სექსუალური ფოტოების ატვირთვაში, რაც მერე მათ ვაჟებს ცოდვების ჩადენაში უწყობს ხელს, იმის ნაცვლად, რომ თავიანთ ვაჟებს დაელაპარაკონ.
- მსგავსი ფოტო მემეები
- იმ ათლეტების მხადაჭერა, რომლებსაც გაუპატიურებაში ედებათ ბრალი და მსხვერპლების "მათი კარიერის გამფუჭებლებად" შერაცხვა
- კომპანიები, რომლებიც იყენებენ ხელფეხშეკრული ქალების სურათებს თავიანთი ბიზნესის რეკლამირებისთვის.
- ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ გოგოები "საშუალებას იძლევიან, გააუპატიურონ."
- ჟურნალისტები, რომლებიც სიტყვა "სექსსა" და "გაუპატიურებას" ერთმანეთს ანაცვლებენ - თითქოს ეს ორი ერთი და იგივეა.
- პოლიტიკოსები, რომლებიც განასხვავებენ "ლეგიტიმურ გაუპატიურებას" და სხვა საზარელ განცხადებებთან ერთად, ამბობენ, რომ გაუპატიურება არის ის, "რაც ღმერთმა ინება, რომ მომხდარიყო."
- იმის თქმა, რომ კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც გამბედაობას პოულობენ საკუთარ თავში, გაუპატიურების შესახებ ისაუბრონ, მატყუარები არიან.
- ქუჩაში ზეწოლის ყოვლისმომცველობა და იმის თქმა, რომ თუ მსხვერპლი ხმამაღლა იწყებს შემთხვევებზე საუბარს, ის ზედმეტად რეაგირებს.
- მსხვერპლი, რომელსაც სერიოზულად არავინ იღებს, როცა ის გაუპატიურების შემთხვევის შესახებ განაცხადს აკეთებს უნივერსიტეტში.
- ანეგდოტები გაუპატიურებაზე - და ადამიანები, რომლებიც ამ ხუმრობების ლეგიტიმურობას იცავენ.
- სექსუალური ზეწოლის აღმოფხვრის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აქცენს აკეთებენ იმაზე, თუ რა ზომები უნდა მიიღონ ქალებმა გაუპატიურების თავიდან ასაცილებლად _ იმის ნაცვლად, რომ კაცებს უთხრან, გაუპატიურება დაუშვებელია.
- საავადმყოფში მოთავსებული პაციენტების ვიქტიმიზაცია, განსაკუთრებით, იმ ადამაინების, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ ან ხანშიშესულები არიან - იმ ადამიანების მიერვე, რომლებსაც წესით, მათი დაცვა ევალებათ.
- Reddit-ის პოსტები სათაურებით "უბრალოდ, უნდა დარწმუნდე რომ (ქალი) მკვდარია" - როცა ისინი 13 წლის გოგოს პაკისტანში გაუპატურებისა და ცოცხლად დამარხვის ისტორიას ლინკავენ.
- Reddit-ის პოსტები, რომლებიც იმ კაცებს ეძღვნებათ, ქალებს სექსის დროს ტკივილს რომ აყენებენ.
- ტვიტერის ჰეშტეგები, რომლებიც მოძალადეებს უჭერს მხარს და მსხვერპლს ადანაშაულებს.
- ცნობილი ადამიანების საჯარო მხარდაჭერა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი 'სელებრითები' არიან, მაშინ, როცა მათ გაუპატიურებაში ედებათ ბრალი. მსხვერპლის იგნორირება ან მისი ბრალდება.
- ის, რომ მოძალადეების მხოლოდ 3% ატარებს ერთ დღეს ციხეში.
- ის, რომ ქალები ნაკლებ დაცულად გრძნობენ თავს ღამით ქუჩაში სიარულისას, ვიდრე - კაცები.
- ის, რომ 3 ქალიდან ერთს, ხოლო 71 კაციდან ერთს განუცხადებია გაუპატიურების შემთხვევის შესახებ.
- ის ფაქტი, რომ ჩვენ გვიწევს ძალადობრივი ენის ყოველდღიურ საუბრებში კონტროლი.
ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"