: LOTIC
Lotic საფრთხის წინაშე
04 12 2019

ტეხასში დაბადებული J'Kerian Morgan, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ აშშ-ში დარჩენას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც თავის დამკვიდრება გაუჭირდა, საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. ისი სასცენო სახელი, Lotic - წყლის ბინადარს ნიშნავს. რთ დღე-ღამეში უსახლკაროდ დარჩენილ არტისტს, რომელიც გერმანულ ენას თითქმის არ ფლობდა და უმუშევარი იყო, მუსიკის შექმნის ძალა საერთოდ აღარ შესწევდა.

Lotic-ის სადებიუტო ალბომს, რომელიც არასტაბილურობისა და უიმედობის დროს იქმნებოდა, Power ეწოდა. ანაწერში არტისტი ძალაუფლების კონცეპტით დაინტერესდა, რაც მისთვის უპირველესად საკუთარ თავში ძალის აღმოჩენას გულისხმობდა.

ერლინში გადმოსვლამდე Lotic მშობლიურ ჰიუსტონში ელექტრონულ მუსიკას სწავლობდა და ამავე დროს საქსოფონზე დაკვრით იყო გატაცებული.

ღესდღეობით პროდიუსერი და ავანგარდული საკლუბო მუსიკის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის თაყვანისმცემელთა რიცხვში თავად ბიორკს შეხვდებით. ისით მოხიბლული ისლანდიელი არტისტი 2015 წელს, Lotic- ინსტაგრამის საშუალებით დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. იორკის კომპოზიციისათვის - Notget შექმნილი რემიქსი, ლეგენდარული მუსიკოსის ნამუშევარს კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის და სიღრმეს ანიჭებს.

Lotic-ი ისეთი პროდიუსერების მსგავსად, როგორებიც მისი თანამედროვე Arca და SOPHIE არიან, ურცხვად არღვევს .. ანდერგრაუნდ და პოპ მუსიკის საზღვრებს და ელექტრონული მუსიკის უდიდეს პოტენციალს ამგვარად იყენებს. ისი თქმით, მუსიკოსები უფრო ფართონი უნდა გახდნენ ჟანრობრივი თვალსაზრისით, ამიტომაც საკუთარ შექმოქმედებას ერთ რომელიმე ჟანრობრივ კატეგორიაში არ ათავსებს.

2014 წელს გამოცემული უკომპრომისო და ქაოტური ჟღერადობის მიქსტეიპში Damsel in Distress მან ბიონსეს ჰიტის Drunk in Love სრულიად განსხვავებული ვერსია შექმნა და ამით მეინსტრიმული არენბი ჟღერადობის ტრეკს, უჩვეულო ელფერი შესძინა. ისი თქმით, როგორც პოპ და არენბი მუსიკის მოყვარულს, დიდი სურვილი გააჩნდა დაემახინჯებინა და მისი დეკონსტრუქცია მოეხდინა, რადგანაც ყოველთვის გაუპრიალებელი ხმებით იყო მოხიბლული. ოპ მუსიკისადმი ამგვარი ექსპერიმენტული მიდგომის წყალობით, პროდიუსერით მალე არაერთი მუსიკალური გამოცემა და არტისტი დაინტერესდა.

ნოვატორი არტისტი არასდროს უშინდებოდა კონფრონტაციას. მისი EP სახელწოდებით Heterocetera, რომელიც შავკანიანი ამერიკელი პოეტისა და რადიკალი ლესბოსელი ფემინისტის ოდრი ლორდის ამავე სათაურის მქონე ესსეთი არის შთაგონებული, Lotic-ის უკომპრომისობის კარგი მაგალითია. ჩანაწერით პროდიუსერი საკლუბო სივრცეში გამეფებულ ჰეტერონორმატიულ სტანდარტებს უპირისპირდება.

ადებიუტო ალბომი Power, რომელიც Lotic-ის პერსონალური ტრანსფორმაციის შესახებ მოგვითხრობს და მის ემოციურ სამყაროსთან უფრო გვაახლოვებს, პირველი ჩანაწერია, სადაც პროდიუსერი საკუთარ ხმას იყენებს. ლექტრონული მუსიკა, რომელიც ნაკლებად ვერბალურია, მეტი ბუნდოვანებით არის აღსავსე სათქმელთან დაკავშირებით. ოგორც წესი, არტისტები კომპოზიციას სათაურით უსვამენ ხაზს, თუმცა ეს მცდელობები არასერიოზულად აღიქმება. Lotic- ამჯერად საკუთარ ნარატივზე სრული კონტროლის ფლობა სურდა, რათა საცეკვაო მუსიკის პოლიტიკური პოტენციალი უკეთ გამოეყენებინა.

ოგორც იხსენებს, აშშ-ში, შავკანიანების ჯგუფში ყოველთვის ზედმეტად ქვიარი იყო, ხოლო ქვიარებთან კი ზედმეტად შავკანიანი. რებულზე მუშაობისას მან ისე, როგორც არასდროს, იგრძნო, რომ სათქმელის ზუსტად არტიკულირება და შავკანიან ქვიარად პოზიციონირება სჭირდებოდა. Power-ის ჟღერადობა ამერიკულ გავლენას განიცდის, რასაც არტისტი იმით ხსნის, რომ ბერლინში თავს ოდნავ მარტოდ გრძნობს და ამით შეეცადა ადგილობრივი სცენისაგან თავი გაემიჯნა. იჯეი სეტებისაგან განსხვავებით, არტისტის მიერ შექმნილი კომპოზიციებით, გაცილებით უფრო ახლოსაა მის ბნელ მხარესთან, თუმცა ახალ ალბომში, Lotic-ი თავის სათუთ ნაწილს გადმოსცემს, რომელიც წინა ნამუშევრებში ნაკლებად იყო წარმოდგენილი.

ალბომში დუალობის საკითხი ცენტრალურ თემას წარმოადგენს: პროდიუსერისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ძალაუფლებასა და უღონობას, მასკულინურობასა და ფემინურობას, ტექნოლოგიასა და ბიოლოგიას, სიმახინჯესა და სილამაზეს შორის ურთიერთობაზე რეფლექსია. ამავდროულად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად არტისტისთვის, გაძლიერება - მასკულინობაზე უარის თქმას და თავისი ფემინური მხარის წინ წამოწევას ნიშნავდა. პროდიუსერის აღზრდაში ქალები იღებდნენ მონაწილეობას, მის მუსიკალურ გმირებსაც ყოველთვის ქალები წარმოადგენდნენ, რის გამოც თავისი ფემინური ნაწილით განსაკუთრებით ამაყობს და მისთვის პატივის მიგება სურს.

Distribution of Care კრებულის გამორჩეული ჩანაწერია. პროდიუსერის თქმით, კომპოზიცია ადამიანებთან ერთად გაზრდას, განცდების გაზიარებას ეხმიანება იმ სამყაროში, სადაც უამრავი მიმი იქმნება არასასურველი ხალხის მოკვეთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გაუჭირდა ტრეკისათვის სიტყვები დაეწერა. მისი აზრით სათაური საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ხალხს ამ თემის გარშემო საუბარი დაეწყო.

კრებულის გამოსვლას წინ კომპოზიცია Hunted უსწრებდა, სადაც არტისტი ძალაუფლების დინამიკაზე ამახვილებს ყურადღებას. ტრეკი თეთრი, ჰეტეროსექსუალი, სისგენდერი ადამიანების მზერას უპირისპირდება, რომელიც შავკანიანი ტრანსგენდერებისკენაა მიმართული და მათი წაშლა სურს. ("Brown skin, masculine frame/Head's a target/Actin' real feminine/Make 'em vomit"). პროდიუსერი სათქმელს, რომელიც საკმაოდ ექსპლიციტურია, ჩურჩულით გადმოსცემს და ხმას არ უმაღლებს.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან