ლგბტ ტრადიციული ღირებულებებისთვის
24 01 2013

რუსეთის რამდენიმე ქალაქებში ჩატარდა აქციები სახელწოდებით „ლგბტ ტრადიციული ღირებულებებისათვის: სიყვარული, ოჯახი და პატივისცემა ადამიანის ღირსებისადმი“. აქტივისტებმა აქციებზე გამოიყენეს ტრადიციული რუსული ტანსაცმლის ელემენტები. ამგვარად, ისინი შეეცადნენ ეჩვენებინათ, რომ „ტრადიციების“ რიტორიკა, რომელიც ლგბტ ადმაიანებისადმი გამოიყენება, სინამდვილეში მიუღებელია. აქციები ასევე მიმართული იყო კანონპროექტ 6.13.1-ის წინააღმდეგ, რომელი კრძალავს ე.წ. „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას“ ადმინისტრაციული კანონდარღვევების კოდექსში.

ეს კანონი საშიშროების ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებისა და აქტივისტების საქმიანობას და ლგბტ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც ახლა უფრო მეტად აწყდებიან ძალადობასა და დისკრიმინაციას.

აქციებს ადგილი ჰქონდა სანკტ-პეტერბურგში, სამარაში, არხანგელსკსა და ტომსკში. მართლმადიდებელმა აქტივისტებმა, რომლებიც დუმას შენობასთან მივიდნენ, მაინც მოახერხეს ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმა, პოლიციის ჩარევის მიუხედავად. სანკტ-პეტერბურგის პიკეტს არ გამოუწვევია მოქალაქეთა აგრესია.

რუსეთში გამართულმა აქციებმა გააერთიანეს აქტივისტები არხანგელსკის ლგბტ ორგანიზაცია „რაკურსიდან“, სამარას ლგბტ მოძრაობა „ავერსიდან“ ისევე, როგორც ლგბტ აქტივისტები და რუსული ლგბტ ქსელის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონებიდან. აქციები გაიმართა ბრიუსელში (ბელგია), ჰელსინკიში (ფინეთი) და ბიშკეკში (ყირგიზეთი). აქციებს დაესწრო რიცხვი ორგანიზაციებისა, მათ შორის Amnesty International, ILGA-Europe, Outrage, SETA და სხვები.

წყარო: euro-queer group



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან