უნგრეთში ჰომოფობიური გარემო მძიმდება
14 04 2012

რუსეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, უნგრეთშიც გამოჩნდა კანონპროექტები, რომლებიც ჰომოსექსუალობაზე საჯარო დისკუსიების აკრძალვას მოითხოვს. ამასთან ერთად ბუდაპეშთის პოლიციის სამმართველომ უარი განაცხადა 2012 წლის ივლისში გასამართი ლგბტ პრაიდისათვის ნებართვის გაცემაზე.

უკიდურესი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, იობბიკის (რომელსაც უნგრეთის პარლამენტში 386 ადგილიდან 47 უკავია) ერთ–ერთმა წევრმა წარადგინა სამი კანონპროექტი „სექსუალურ ქცევაში დარღვევათა, განსაკუთრებით კი ერთი სქესის ადამიანებს შორის სექსუალური ურთიერთობების“ დადებითად წარმოჩენის ასაკრძალად.

ამ კანონპროექტიდან ორი საკონსტიტუციო შესწორებაა, რომელიც აკრძალავს საჯარო ღონისძიებებსა და დისკუსიებსა თუ ლექციებს, რომლებიც იმის „პროპაგანდას“ ემსახურება, რასაც ექსტრემისტები „გადახრად“ მიიჩნევენ. მესამე კანონპროექტის ძალით შესწორება უნდა შევიდეს სარეკლამო და მედია კანონებსა და სისხლის სამართლის კანონში, მსგავის „პროპაგანდის“ დასასჯელად. ზემოხსენებული შესწორებები ითვალისწინებს 505 ევროს ოდენობის ჯარიმებს ისევე, როგორც სამი წლით თავისუფლების აღკვეთას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბუდაპეშტის პოლიციამ კიდევ ერთხელ თქვა უარი ლგბტ პრაიდის ჩატარებისათვის საჭირო ნებართვის გაცემაზე. 2011 პოლიციამ თავი იმით იმართლა, რომ სამანქანო მოძრაობის გადანაწილებას ვერ შეძლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე მიზეზი ხელს არ უშლის ამავე მარშრუტზე სხვა მსვლელობების მოწყობას. გასული წლის აკრძალვა ბუდაპეშტის საქალაქო სასამართლომ არასწორად ცნო.

წყარო:http://www.lgbt-ep.eu/press-releases/hungary-increasingly-hostile-climate-for-lgbt-people/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია