აზიელები და ლგბტ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკის ტელევიზიაში
16 08 2012

უმცირესბობების წარმოამდგენელი მსახიობებისთვის, მნიშვნელოვანი როლების პოვნა ჩრდილოეთ ამერიკის ტელევიზიაში უფრო რთულია, კავკასიელი უმრავლესობისგან განსხვავებით. აზიელი და ლგბტ ადამიანები, ის ორი უმცირესობათა ჯგუფია, რომელიც მუდამ იბრძვის ჩრდილოამერიკულ ტელევიზიაში წარმომადგენლობის მოსაპოვებლად. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ შოუებში, უმცირესობათა წარმომადგენელი მსახიობები მუდამ ებრძვიან სტერეოტიპებს და დიდი როლების უკმარისობას.

GLAAD, ორგანიზაცია, რომელიც ლგბტ თემს წარმოადგენს მედიაში, 2011–2012 წლის ანგარიშში გვეუბნება, რომ დიდ ამერიკულ სატელევიზიო ქსელებში, მთელი პერსონაჟებიდან ლგბტ პერსონაჟების მაჩვენებელი 2.9%–ს შეადგენდა.

შერონ ფორესტი, კასტინგის კომპანია Forrest and Forrest–დან საუბრობს იმაზე, რომ ტორონტოს მსგავს ქალაქებში იმიგრანტების ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნილება ტელევიზიაში ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენასთან დაკავშირებით. „ადამიანებს სხვადასხვა ეთნიკურობის დანახვა სურთ. ეს წარმოაჩენს იმას თუ როგორ გამოიყურება ქალაქი.“ განაცხადა ფორესტმა და დასძინა, რომ კასტინგი იმაზეა დამოკიდებული თუ რას ეხება შოუს სცენარი. პატარა ქალაქის ირგვლივ აგებულ შოუს უფრო ნაკლები პერსონაჟი ეყოლება უმცირესობიდან, ვიდრე დიდი ქალაქის შესახებ გადაღებულ შოუებში.

GLAAD–ის გასართობი მედიის სტრატეგი, მაქს გუტებროზე ასახელებს Degrassi, Glee და Pretty Little Liars–ს სამაგალითო ახალგაზრდულ შოუებად, რომლებსაც მრავალფეროვნება შეაქვთ ლგბტ პერსონაჟების წარმოჩენაში. გუტებროზეს განცხადებით ეს შოუები აღიარებს იმას, რომ ლგბტ ადამიანები ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

წყარო:http://www.huffingtonpost.com/alfonso-espina/minority-diversity-tv_b_1784532.html



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"