ბრძოლა ლბტ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ
27 05 2010

2010 წლის 24-25 მარტს გაიმართა ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობაზე პასუხისმგებელი მინისტრთა ევროპის საბჭოს მეშვიდე კონფერენცია. შედეგად აღიარებულ იქნა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროება ქალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

კონფერენციის რეზოლუცია, სახელწოდებით ”ჭეშმარიტი გენდერული თანასწორობის მისაღწევად, დე იურე და დე ფაქტო თანასწორობას შორის ხიდის აღდგენა” ეხება დისკრიმინაციის იმ მრავალრიცხოვან ფაქტებს, რომელთა წინაშეც ქალები დგანან. რეზოლუციაში აგრეთვე გამოთქმულია საჭიროება ნებისმიერი აუცილებელი ზომების მიღებისა ლბტ ქალების მიერ ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტალური თავისუფლებებით სრული სარგებლობის უზრუნველსაყოფოდ. (30-ე პარაგრაფი)

წყარო:

http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/p_b_and_j_s_v_austria



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"