როგორ დავეხმაროთ მეგობარს, რომელიც აბორტის გაკეთებას აპირებს
26 11 2015
სიცოცხლის განმავლობაში სამი ქალიდან ერთს მაინც უწევს აბორტის გაკეთება. ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, რაღაც მომენტში (თუ ასეთი მომენტი ჯერ არ გქონიათ) თქვენს რომელიმე მეგობარს აბორტის გაკეთება მოუწევს, ან ამის შესაძლებლობას მაინც განიხილავს. ასეთი მომენტი თქვენს ცხოვრებაშიც შეიძლება, დადგეს - ამ დროს ხვდებით, რომ მეგობრის გვერდით ყოფნა შეიძლება, ძალიან დაგეხმაროთ პროცესის სწორად წარმართვაში.
როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და გავრცელებული სამედიცინო პროცედურა, წესით, აბორტი ასე ძნელად აღსაქმელი არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ინტენსიური კულტურული სტიგმისა და დაბრკოლებების გამო, რაც აბორტს ფინანსურად, კანონითა და ფიზიკურად ძნელად მისაწვდომს ხდის, მისი აღქმა შესაძლოა, რთული ემოციური პროცესი იყოს.
მაშ ასე, ეს ტექსტი კარგი მეგობრობის გაწევაზეა. აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ამოვუდგეთ მხარში ადამიანს იმ პროცესის განმავლობაში, რომელზეც ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ სამარცხვინოა და დუმილით უნდა ავუაროთ გვერდი.
რადგან ეს ცოდნა, აბორტის ხელმისაწვდომობისთვის სტიგმასა და პოლიტიკურ დაბრკოლებებთან საჯარო კამპანიებით, გამოსვლებითა და დემონსტრაციებით აუცილებელ ბრძოლასთან ერთად, ჩვენს პირად ურთიერთობებშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ. ჩვენთვის არ უსწავლებიათ, როგორ ველაპარაკოთ ერთმანეთს აბორტზე ისე, რომ გავამხნევოთ და დავეხმაროთ.
რაღაც მხრივ, მეგობარი, რომელიც აბორტის გაკეთებაზე ფიქრობს, შეიძლება, ისევე გავამხნევოთ, როგორც სხვა გადაწყვეტილების მიღებისას - გულისხმიერად მოვეპყროთ და არ განვსაჯოთ. მაგრამ მეორეს მხრივ, აბორტის გამოცდილება განსაკუთრებულია და მნიშვნელოვანია, კარგად მოვიფიქროთ, როგორ დავუდგეთ მხარში მეგობარს, რომელიც აბორტის გაკეთებაზე ფიქრობს ან უკვე გააკეთა ეს არჩევანი.
- დაეხმარე მეგობარს ზუსტი ინფორმაციის მოპოვებაში
- ნუ ილაპარაკებთ „სირცხვილის“ ენაზე
- დაეხმარე მეგობარს, მიიღოს მისთვის (და არა - შენთვის, მისი პარტნიორისთვის ან ოჯახისთვის) საუკეთესო გადაწყვეტილება
- დაეხმარეთ გეგმის შედგენაში
- დაიმახსოვრეთ: ეს თქვენი გადაწყვეტილება არ არის
- ვარაუდებს და გაკიცხვას ერიდეთ
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან