პირველი ლგბტ სკოლა ფენიქსში
13 04 2012

არიზონას ახლა, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი სტუდენტებისთვის განკუთვნილი, საკუთარი საშუალო სკოლა აქვს. დღეისათვის აშშ-ში მხოლოდ რამდენიმე ასეთი სკოლაა.

ტაილერი, რომელიც საშუალო სკოლას ამთავრებს ცოტა ხნის წინ გადავიდა Q High-ში, რადგან წინა სკოლაში სხვა მოსწავლეების მხრიდან ბულინგის გამო უფრო მეგობრული და შემწყნარებლური გარემოს პოვნა გადაწყვიტა.

ტაილერის თქმით ახალ სკოლაში ყველა იღიმის და ყველას ერთმანეთის გაცნობა სურს. ტაილერის მსგავსი სტუდენტებისათვის სკოლის კარი უკვე ერთი თვეა ღიაა.

აშშ-ს სკოლებში ჩატარებული კვლვევები ადასტურებს, რომ ის ლგბტ სტუდენტები, რომლებიც ტრადიციული სკოლებიდან გამოდიან ან ირიცხებიან, ხშირად ხშირად საერთოდ ანებებენ სწავლას თავს.

სკოლის პროგრამის კოორდინატორის კადო სტიუარტის განცხადებით მთავარია უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდები თავს დაფასებულად იგრძნობენ. მისივე განცხადებით ეს სკოლა ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს იმ სტუდენტებს, ვინც ჩვეულებრივ სკოლებში ვერ გრძნობს თავს დაცულად.

სკოლის შენობა ასევე მასპინძლობს ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი სტუდენტებისათვის სპეციფიკურ რესურსებს უზრუნველყოფს, როგორიც მაგალითად ქამინგაუთის გაკვეთილია.

ამ დრომდე სკოლაში 14 სტუდენტი დარეგისტრირდა. სკოლის შენობას, ამჟამად 25 სტუდენტის გამასპინძლება შეუძლია. ტაილერის განცხადებით მსგავსი აზროვნების სტუდენტებთან ურთიერთობისას ადამიანი სწავლობს იცხოვროს ისე, რომ საზოგადოებრივ აზრს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

წყარო:http://www.abc15.com/dpp/news/region_phoenix_metro/central_phoenix/first-lgbt-high-school-opens-in-phoenix

 


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია