ავღანელ ქალს მოძალადეზე აქორწინებენ
02 12 2011

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ „მორალური დანაშაულისთვის“ დაპატიმრებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიწყალა, მას შემდეგ, რაც მან მოძალადის ცოლობაზე თანხმობა განაცხადა.

ქალმა სახელად გულნაზი, პატიმრობაში ყოფნისას გოგონა გააჩინა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა ციხეში.

ავღანეთის პრეზიდენტის კარზაის პრეს სპიკერმა BBC–ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით ქალი იუსტიციის მინისტრმა მოინახულა. ამ შეხვედრის დროს პატიმარმა გამოთქვა სურვილი ცოლად გაჰყოლოდა მოძალადეს, თუკი მის ძმას მოძალადის დაზე ქორწინების უფლება მიეცემოდა. პრეს მდივნის თქმით, ავღანეთის მთავრობას მისი გათავისუფლებისთვის ეს პირობა არ წაუყენებია და მისი არჩევანი ნებაყოფლობითია.

მსხვერპლის ადვოკატმა, ამავე, საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ გულნაზის განცხადებით, მას რომ არჩევანის თავისუფლება ჰქონოდა, იმ კაცს არ გაყვებოდა ცოლად, რომელმაც გააუპატიურა.

ადამიანის უფლებათა ჯგუფები ამბობენ, რომ ავღანეთის ციხეებში მოთავსებული ასობით ქალი სინამდვილეში სექსუალური და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

ცოტა ხნის წინ, გულნაზმა განაცხადა, რომ მართალია მას ქორწინების გარეთ სექსუალურ კავშირში დასდეს ბრალი, მაგრამ იგი სინამდვილეში სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. თავიდან მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, შემდეგ კი სასჯელი 12 წლამდე გაზარდეს. „მე არაფერი ჩამიდენია და ამდენი ხანი რატომ მომისაჯეს?!,“ – კითხულობს იგი.

გულნაზზე განხორციელებული თავდასხმა მისმა ფეხმძიმობამ გამოააშკარავა. მოძალადე – მისი ბიძაშვილის მეუღლე აღმოჩნდა. იგი ასევე პატიმრობაშია. მას თავიდან 12, შემდეგ კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ზემოხსენებული ამბავი ევროკავშირის მიერ დაკვეთილ დოკუმენტურ ფილმში იქნა ასახული, რომელიც „მორალური დანაშაულისთვის“ დაპატიმრებულ ავღანელ ქალებზე მოგვითხრობს. თუმცა, ევროკავშირმა ფილმის გამოშვება დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილმის გამოშვება სწორედ იმ ქალების უსაფრთხოების გამო გადაიფიქრეს, რომლებიც მასში იყვნენ წარდგენილნი.

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/world-asia-15991641



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"