ლგბტ ქუჩის პოსტერები ” ONE”-ის გალერეაში
14 07 2010

ამჟამად გამოფენა ტარდება დასავლეთ ჰოლივუდში განლაგებულ ONE Archives Gallery & Museum-ში.

Out of the Closet & Into the Street: Posters of LGBTQ Struggles and Celebrations არის ONE-ისა და ადგილობრივი წარმოშობის პოლიტიკური გრაფიკის კვლევის ცენტრის თანამშრომლობის შედეგი, რომელიც წარმოგვიდგენს 75-ზე მეტ პოლიტიკურ პოსტერს, რომელთა დიდი ნაწილი ლოს ანჯელესსა და კალიფორნიას ეხება. გამოფენა გვეხმარება გავიხსენოთ წარსული ბრძოლები და ასევე ისინიც, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა.

დღეს ცოტას თუ ახსენდება, რომ მაშინ, როცა ინტერნეტი არ არსებობდა, ”პოსტერინგი” კომუნიკაციის დომინანტი (თუმცა იგი დღესაც მნიშვნელოვანია) ფორმა იყო. ამიტომაც, პოსტერებს, რომელთა დიდი ნაწილიც პირდაპირი მოწოდებაა მოქმედებისკენ, არ ახლავს ინტერნეტ გვერდის მისამართი, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან