დღეს დილით შაჰლა ჯაჰედი მოკლეს
02 12 2010

დღეს დილით, 2010 წლის 1 დეკემბერს, ოთხშაბათს, შაჰლა ჯაჰედი მოკლეს. შაჰლა იმის გამო დაიღუპა რომ იგი ქალი იყო რეჟიმის ხელში და იმის გამო, რომ სწორედ ამ დროს ჭირდებოდა რეჟიმს მაღალი პროფილის მქონე ქალის მოკვლა. შაჰლამ განაცხადა, რომ მან დანაშაული იმიტომ აღიარა, რომ მისი ნათესავის ბავშვს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ის უდანაშაულო იყო იმ ადამიანის თვალში, რომელმაც პირველმა განიხილა მისი საქმე. ეს პირი მაშინვე ჩამოაშორეს საქმეს. ის უდანაშაულო იყო მისი ადვოკატის აზრითაც, რომელმაც ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი. მაგრამ სასამართლო უწყებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს სისტემა ხომ კონსტიტუციურ ველურობასა და ბარბაროსობაზეა დაფუძნებული და ემსახურება პოლიტიკურ ერთეულს, რომელიც ძალაუფლებას საზოგადოებაში ჩანერგილი შიშის წყალობით ინარჩუნებს.

შაჰლა მოკლეს იმავე მიზეზით, რამაც დელარა და ატეფე იმსხვერპლა ათასობით სხვა ქალთან ერთად. ჩვენ მივიტანთ მათ მოგონებასა და ამბავს იმ დღემდე, როცა ჩვენ თავად დავწვავთ ყველა სახრჩობელას და დავამხობთ შიშზე, ჩაქოლვასა და სასიკვდილო განაჩენზე დამყარებულ ამ რეჟიმს.

ჩვენი სევდა გზას უთმობს რისხვას, ჩვენი გლოვა კი სიძულვილსა და მყარ გადაწყვეტილებას. ჩვენ პირობას ვდებთ რომ მკვლელების ეს დაჯგუფება დიდ საზღაურს გადაიხდის შალას მკვლელობისთვის და თითოეული სხვა არაადამიანობისთვის, რომელიც ჩაიდინა. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თითოეული ბრძოლა ამ ველურების მორიგი მსხვერპლის გადასარჩენად, მოგვიახლოვებს ”ისლამური რესპუბლიკის” დამხობის დღეს. მათ შაჰლა დღეს დილითმოკლეს, ოთხშაბათს, 2010 წლის 1 დეკემბერს ევინის ციხეში. ჩვენ გულით ვუთანაგრძნობთ მის ოჯახსა და მეგობრებს. ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, მსოფლიოს ირგვლივ, რომლებიც საათების მნძილზე დაუღალავად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ირანის ისლამურ რეჟიმს კიდევ ერთი დანაშაული არ ჩაედინა.

საერთაშორისო კომიტეტი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

http://notonemoreexecution.org

Spokesperson: Mina Ahadi minaahadi@aol.com 0049-177-569-2413

წყარო: http://stopstonningnow.com/wpress/4291



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"