ავსტრიაში გეი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანა იოლდება
16 01 2015
ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გეი წყვილები იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რომლებიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს გააჩნიათ ბავშვის შვილად აყვანის პროცესში.
გადაწყვეტილების მიღებამდე, გეი წყვილებს ბავშვის შვილად აყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ ერთ-ერთი მათგანი ბავშვის ბიოლოგიური მშობელი იყო.
გადაწყვეტილებას მთავარი მოსამართლე გერჰარტ ჰოლცინგერი შემდეგნაირად ასაბუთებს: „არ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც მხოლოდ მშობლების სექსუალურ ორიენტაციაზე დაყრდნობით, გაამართლებს საკითხის განსხვავებულ რეგულაციას.“
მან ასევე განაცხადა, რომ შვილის აყვანის უფლების შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
ქორწინების უფლება გეებს ავსტრიაში ჯერ კიდევ არ აქვთ, თუმცა, წყვილები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და დარეგისტრირებულნი არიან, ბევრი უმ უფლებით სარგებლობენ, რომლებიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს გააჩნიათ.
წყარო
ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა