მადონა მხარს უჭერს Pussy Riot–ს
09 08 2012

ამერიკელმა მომღერალმა მადონამ მოსკოვში გამართული კონცერტისას მიმართვა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსული პანკ ჯგუფი Pussy Riot გაათავისუფლონ.

მომღერალმა, რომელიც ოლიმპიურ სტაიონზე გამოდიოდა, მსმენელებს უთხრა, რომ ამ ქალების თავისუფლებისთვის ლოცულობდა. მას ცოტა ხნით ეკეთა ბალაკლავა – რითიც პატივი მიაგო ჯგუფს, და ასევე მათი სახელი ეწერა ზურგზე.

პროკურორების სურვილია Pussy Riot–ის წევრებმა, რომლებსაც რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში სდებენ ბრალს, სამი წელი გაატაროს ციხეში.

24 წლის მარია ალიოხინამ , 22 წლის ნადეჟდა ტოლოკონნიკოვამ და 29 წლის ეკატერინა სამუტსევიჩმა რუსული ლიდერის ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო სიმღერა იმღერეს მოსკოვის მთავარი კათედრალის წინ 21 თებერვალს.

მათი თქმით ეს იყო რეაქცია იმაზე, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილე საჯაროდ უჭერდა მხარს პუტინს არჩევნებში.

ჯგუფის წევრმა ნადეჟდა ტოლოკონნიკოვამ სასამართლო პროცესი სტალინის ეპოქის რეპრესიას შეადარა. მისი განცხადებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ მათთვის მოესმინათ და რომ ეს მთელი „სახელმწიფო სისტემის სასამართლო პროცესი იყო“.

ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მარტში ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად, ჯგუფისადმი ლმობიერებისკენ მოუწოდა ლონდონის ოლიმპიური თამაშებზე სტუმრობისას.

Pussy Riot–ის პერფორმანსი მაცხოვრის ტაძარში ვიდეოზეა აღბეჭდილი. ქალები ცეკვავდნენ და მღეროდნენ სიმღერას, რომელიც ქრისტიანული ლოცვის პაროდიაა და ევედრებოდნენ ღვთისმშობელს, რომ რუსეთი პუტინისგან ეხსნა. ჯგუფის ადვოკატმა მარკ ფეიგანმა განაცხადა, რომ საქმე მათ წინააღმდეგ არ არისს მყარი, რადგან მათ ხულიგნობაში დასდეს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 213 მუხლის მიხედვით, მაშინ როცა ძალადობას, მუქარას ან რაიმე ზიანს ადგილი არ ჰქონია.

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/world-europe-19175307



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა