: დემონსტრაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის აღსანიშნავად მადრიდში
"გენდერული განგაში": გლობალური პროტესტი ქალებზე ძალადობას გმობს
09 12 2019

ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნად მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში, როგორიცაა გუატემალა, რუსეთი, სუდანი და თურქეთი.

გაეროს ინფორმაციით 2017 წელს დაახლოებით 87,000 ქალი და გოგონა მოკლეს მსოფლიოს გარშემო.

საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ექიმებისთვის გაამარტივებს დაუცველი ქალების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და კანონში შეიტანს ფსიქოლოგიურ "მახეში გაბმის" კონცეფციას, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში კვირის ბოლოს უზარმაზარი აქცია მოაწყეს.

დიდი მსვლელობა გაიმართა მოსკოვის ქუჩებში იმის ხაზგასასმელად, რომ მთავრობა უუნარო აღმოჩნდა მიეღო ქალების დამცავი კანონმდებლობა, პარალელურად ხართუმში ასობით სუდანელი ქალი მღეროდა: "თავისუფლება, მშვიდობა და სამართალი" - ათწლეულების მანძილზე პირველად გამართული ასეთი მასშტაბური საპროტესტო მსვლელობისას.

მეხიკოში შენიღბულმა დემონსტრანტებმა უროებით ჩაამსხვრიეს ავტობუსის გაჩერების მინები, შესასხურებლით შეღებეს მონუმენტები და აჯანყების ჩამხშობ პოლიციას შეეტაკნენ იმის გასაპროტესტებლად, რომ ხელისუფლებამ ფემიციდისა და გაუპატიურების სწრაფად ზრდადი ტემპი ვერ შეაჩერა ქვეყანაში.

პროტესტების უიქენდის შემდეგ ათობით ათასმა ადამიანმა მსვლელობა გამართა მადრიდში. ესპანეთში დიდი ხნის მანძილზე არსებულმა კანონმა სქესის ნიშნით ძალადობის შესახებ ვერ გადაჭრა ის პრობლემა, რომ 2019 წლის დასაწყისიდან მოყოლებული 52 ქალი მოკლეს თავიანთმა პარტნიორებმა ან ყოფილმა პარტნიორებმა.

გაერო გაფრთხილებას იძლევა იმის თაობაზე, რომ მეტი მოქმედებაა საჭირო მსოფლიოს მასშტაბით, და გამოარჩევს ავღანეთს, როგორც ქვეყანას, სადაც სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების საწინააღმდეგოდ თითქმის არაფერი კეთდება.

სუდანელი ქალები შეძახილებით ახალისებენ და აღნიშნავენ ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის წინაღმდეგ მებრძოლი ნაწილის შექმნას. ადგილობრივი მედია საშუალებების ცნობით, სუდანის შრომისა და სოციალური განვითარების მინისტრმა ლინა ალ-შეიხმა 16-დღიანი კამპანია მოითხოვა ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის კუთხით ცნობიერების/ინფორმირების დონის ასამაღლებლად. ფოტო: მარვან ალი/EPA

ქალები აპროტესტებენ სქესის ნიშნით ძალადობას იოჰანესბურგში. სამხრეთ აფრიკას ერთ ერთი ყველაზე უარესი მონაცემები აქვს სქესობრივ ძალადობაზე და მთავრობის წინააღმდეგ მასიური პროტესტების რამდენიმე რაუნდიც კი შედგა ამ საკითხთან დაკავშირებით. ფოტო: მარიუს ბოშ/როიტერსი

დემონსტრანტები აპროტესტებენ ფემიციდსა და ქალებზე ძალადობას სტამბულში. ფოტო: მურად სეზერ/როიტერსი.

ქალები აპროტესტებენ ფემიციდსა და ქალების მიმართ ძალადობას ნანსში, საფრანგეთში. ფოტო: სტეფან მაჰე/როიტერსი.

დემონსტრანტები აპროტესტებენ ქალებზე ძალადობას მოსკოვში. ფოტო: ალექსანდერ ნემენო/AFP

ქალების მსვლელობა მეხიკოში ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. ფედერალური მთავრობის ცნობით, მეხიკოში 2018 წელს 3,662 ფემიციდის ან სქესის ნიშნით მკვლელობის შემთხვევა დაფიქსრიდა. ფოტო: რებეკა ბლექველი/AP PHOTO

საპროტესტო აქციები მოეწყო ასევე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ფოტო: ვასილ დონევი/EPA

ქალს უჭირავს ბანერი წარწერით "პატივი ეცი ჩემს არსებობას ან ელოდე ჩემს წინააღმდეგობას" მარშის/მსვლელობის დროს ლისაბონში, პორტუგალიაში. ფოტო: მარიო კრუსი/EPA

ასობით სალვადორელმა ქალმა გაილაშქრა სან სალვადორის ქუჩებში "გენედერ განგაშის" დეკლარაციის მოთხოვნით, რომელიც დაიცავს ქალებს სექსისტური ძალადობისაგან და სხვა დანაშაულისგან, როგორიცაა სექსუალური ძალადობა. ფოტო: მიგელ ლემუსი/EPA

დემონსტრანტების/აქციის მონაწილეების მსვლელობა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში და ითხოვენ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას. ფოტო: ხუან იგნასიო რონკორონი/EPA

ქალები მონაწილეობენ მსვლელობაში პლაზა იტალიაზე სანტიაგოში, ჩილეში. ფოტო: ელვის გონსალესი/EPA

ფემინისტური ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მსვლელობა ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. ფოტო: მაურისიო დუენას კასტანედა/EPA

თარგმნა: ანა ითონიშვილმა
სტატიის წყარო



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა