თეთრ მაისურებზე გამოსახული იყო ანა ცერცვაძის ნახატი და ფრაზა “ჩემი სხეული ჩემი საქმეა”. მაისურები გაკეთდა ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” დაფინანსებით. ეს გახლდათ ფემინისტების და ლბტ თემის და მათი მხარდამჭერების მიერ ინიცირებული ფლეშ-მობი, რომელიც წინა დღეს დაიგეგმა “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ ორგანიზებულ “ქალთა კლუბის” ერთ-ერთ შეხვედრაზე.
მაისურზე გამოსახული ფრაზა გამოხატავს პროტესტს ქალის პირადი სივრცის ხელყოფის, სხეულზე სოციალური კონტროლის დაწესების წინააღმდეგ. გოგოებმა, ვინც იზიარებდნენ ამ პროტესტს, გადაწყვიტეს შეერჩიათ საკმაოდ “რბილი” ფორმა, მსვლელობებისა და ტრანსპარანტების გარეშე, ამ მაისურებში შეკრებილიყვნენ საჯარო სივრცეში და ამგვარად გამოეხატათ საკუთარი პოზიცია.
უნდა აღინიშნოს, რომ მაისურები, რომლებიც ეცვათ გოგოებს, მათ საქველოქმედო აქციაზე შეიძინეს. ივნისის თევში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ერთ-ერთი წევრის ინიციატივით, რომლის შემოსული თანხა ლბტ თემის და ფემინისტური ინიციატივების განხორციელებას მოხმარდება.
მოამზადა ნინო ხარჩილავამ