დონალდ ტრამპი ერთსქესიან ქორწინებას ეწინააღმდეგება
06 03 2011

დონალდ ტრამპმა, რომელიც მომავალ წელს აპირებს თეთრ სახლში გამოსცადოს ბედი, Des Moines Register -ს განუცხადა რომ გეი წყვილებს არ უნდა ეძლეოდეთ დაქორწინების უფლება.

ტრამპი, რომელიც ამჟამად მესამე ქორწინებაში იმყოფება, სარგებლობს მისთვის მინიჭებულ ქორწინების უფლებით და კმაყოფილია იმით, რომ ლგბტ საზოგადოებას იგივე უფლებები და პრივილეგიები ერთმევა.

”მათ არ უნდა შეეძლოთ დაქორწინება,” – განაცხადა მან.

შეკითხვაზე უნდა სარგებლობდნენ თუ არა გეი წყვილები იმავე შეღავათებით, რაც დაქორწინებულ წყვილებს აქვთ, მან უპასუხა, რომ პოზიცია ამ საკითხზე ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა ცოტა ფიქრის შემდეგ, ტრამპმა დაამატა, რომ ამ მომენტისათვის გეი წყვილებს როგორც ქორწინებაზე ისე სამოქალაქო შეღავათებზეც უარს ეტყოდა.

წყარო:http://www.lgbtqnation.com/2011/03/donald-trump-on-gay-marriage-lgbt-rights-no-and-no/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი