მოსკოვი - საერთაშორისო ლგბტ საზოგადოება ჯერ კიდევ ელოდება ახსნას იმის თაობაზე, თუ რა შეემთხვა რუს ლგბტ ლიდერს ნიკოლაი ალექსეევს, რომელიც ოთხშაბათს მოსკოვის აეროპორტში დააპატიმრეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
32 წლის ალექსეევი, მოსკოვის პრაიდის ხელმძღვანელია და კარგადაა ცნობილი ქალაქის მერთან, იური ლუშკოვთან შეხლა-შემოხლის გამო, თავშეყრისა და სხვა ლგბტ უფლებების დარღვევის მიზეზით. ალექსეევმა რუსეთის ფედერაციაზე საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმის გამო, რომ მოსკოვის მერმა უკანასკნელი 5 წლის მანძილზე არაერთხელ აკრძალა ქალაქში პრაიდის ჩატარება და აგრეთვე იმის გამო, რომ საჯაროდ შეკრებილი ლგბტ ადამაინები მუდმივად აწყდებიან ძალადობას.
გარე დამკვირვებელთა უმეტესობის აზრით ალექსეევის დაკავება პირდაპირ კავშირშია თანასწორუფლებიანობისთვის გაჩაღებულ კამპანიასთან. ის მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, მაშინ, როცა იგი ჟენევაში მიემგზავრებოდა ევროპის სასამართლოში დაგეგმილ შეხვედრაზე.
მეგობრებმა რამდენიმე ტექსტური შეტყობინება მიიღეს ალექსეევისგან, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ჯერ კიდევ აეროპორტში ჰყავდათ დაკავებული. შემდეგ, როგორც ჩანს, მას ტელეფონი ჩამოართვეს.
ალექსეევის ტელეფონიდან მოგვიანებით გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები იუწყებოდა, რომ ის მინსკში წაიყვანეს და ეს სიახლე რუსეთის წამყვან გაზეთებშიც გაშუქდა.
თუმცა, მინსკის ლგბტ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ქალაქში ალექსეევის კვალიც არავის უნახავს, რითაც ეჭვის ჩრდილი მიაყენეს ზემოხსენებული შეტყობინებების სანდოობას.
დღეს, რადიო თავისუფალი ევროპამ და რადიო თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ალექსეევი, მოსკოვიდან დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ. კაშირაში, ორდღიანი პატიმრობიდან გამოუშვეს.
წყარო:
http://sdgln.com/news/2010/09/18/russian-lgbt-leader-apparently-safe-after-mysterious-detention