„ბოზების" მსვლელობა
09 05 2011

კანადასა და შეერთებულ შტატებში ახალი საპროტესტო ტალღა წარმოიშვა, პოლიციის ოფიცრის ცუდად აწონ-დაწონილი კომენტარის შედეგად, რომლითაც იგი მდედრობითი სქესის სტუდენტებს მოუწოდებდა ”ბოზებივით ჩაცმას მორიდებოდნენ”.

ათასობით ადამიანი - ზოგი ჯინსებში, ზოგიც უპრო გამომწვევად ჩაცმული - მონაწილეობას იღებს მსვლელობებში, რომლებსაც ” SlutWalks" (”ბოზების მსვლელობა”) დაერქვა.

ორგანიზატორების თქმით, მიზანი არის იმ კულტურის გამოვლენა და ხაზგასმა, რომელშიც ბრალი არა მოძალადეს არამედ ძალადობის მსხვერპლს ედება ხოლმე.

შაბათს, ბოსტონში, მსვლელობას 2000 ადამიანი შეუერთდა.

ტორონტოს ოსგუდ ჰოლის იურიდიულ ინსტიტუტში სტუდენტებთან ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე საუბრისას, პოლიციის ოფიცერმა მაიკლ სანგუინეტიმ რამდენიმე მიუღებელი კომენტარი გააკეთა:

” მე გამაფრთხილეს თქვენთვის ეს არ მეთქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი, ქალები უნდა მოერიდონ ბოზებივით ჩაცმას, თუკი არ სურთ რომ ძალადობის მსხვერპლად იქცნენ.”

სანგუინეტიმ შემდგომში ბოდიში მოიხადა ნათქვამის გამო და ტორონტოს პოლიციამ მას საყვედური გამოუცხადა, თუმცა პოლიციიდან არ გაურიცხავთ.

გასულ თვეს, ტორონტოში მოწყობილ მსვლელობაში 3000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. SlutWalk Toronto-ს ვებგვერდი იუწყება, რომ მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია სიტყვა”ბოზის” რეაბილიტაცია მოახდინოს.

”ის, რომ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას თავად განვაგებთ იმას არ ნიშნავს, რომ ძალადობის პერსპექტივისადმი ღია უნდა ვიყოთ იმის და მიუხედავად სექსუალური აქტი ჩვენთვის სიამოვნებაა თუ სამსახური,” – ნათქვამია ვებგვერდზე.

მსგავსი მსვლელობები ახლა იმართება დალასში, ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე აშვილში და კანადის დედაქალაქ ოტავაში. ღონისძიება ასევე იგეგმება სიეტლში, ჩიკაგოში, ფილადელფიაში, რენოსა და ოსტინში.

მსვლელობები, როგორც წესი, მთავრდება ვორკშოპებითა და საუბრებით სექსუალური ძალადობის შეჩერების თაობაზე და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მოწოდებებით, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლების დადანაშაულება შეწყვიტონ.

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/world-us-canada-13320785



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია