სამუშაო შეღავათებზე ხელმისაწვდომობა სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ წყვილთათვის
14 12 2013
ილგა-ევროპა მიესალმება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ ერთი სქესის წყვილებს არ უნდა ეუბნებოდნენ უარს იმ სამუშაო შეღავათებზე, რომლებიც ქორწინებაში მყოფ წყვილებს აქვთ. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბერის გადაწყვეტილებით, დამსაქმებლებს არ აქვთ უფლება სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ თანამშრომლებს უარი უთხრან იმ სამუშაო შეღავათებზე, რომლებითაც დაქორწინებული თანამშრომლები სარგებლობენ. ილგა-ევროპა მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხმიანება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს უწინდელ დირექტივაში აღნიშნულ პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ქორწინებაში მყოფი წყვილებისთვის არსებული დასაქმებასთან დაკავშირებული შეღავათებიდან სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფი ერთი სქესის წყვილების გამორიცხვა პირდაპირი დისკრიმინაციაა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მისი გამოყენება შეიძლება "საფრანგეთის სამოქალაქო სოლიდარობის პაქტის" (PACS) კონტექსტში, რომელიც საგრძნობლად ჩამოუვარდება ქორწინებას მასთან დაკავშირებული უფლებებისა და შეღავათების თვალსაზრისით. სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნებში, სადაც ერთი სქესის წყვილებს შორის ქორწინება არ არის კანონით დაშვებული (როგორც საფრანგეთში, ზემოხსენებული სარჩელის შეტანის დროისთვის), სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფი წყვილებისთვის მისაწვდომი უნდა იყოს ის სამუშაო შეღავათები, რომლებითაც სარგებლობენ დაქორწინებული წყვილები. ეს დადგენილება იმ ქვეყნებსაც ეხება, სადაც სამოქალაქო პარტნიორობის კანონი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ქორწინების ექვივალენტად. საბჭოს მიერ 2000 წლის ნოემბერში მიღებული დირექტივა 2000/78/EC დასაქმების სფეროში თანასწორობის შესახებ. წყარო



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია