ფეხმძიმე ქალების შრომითი უფლებები ამერიკაში
16 02 2012

ფეხმძიმე ქალს, რომელმაც ფენიქსის მეტროში ვაკანსიაზე შეიტანა განცხადება, მენეჯერმა განუცხადა სამსახურში ვერ აგიყვან იმიტომ, რომ ბავშვს ელოდებიო. გასულ თქვეს ამ ქალმა დამქირავებლის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი მოიგო.

ფეხმძიმე ქალების სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის ფაქტები 15%–ით გაიზარდა გასული 10 წლის განმავლობაში და 2011 წელს მათმა რიცხვმა 5,797–ს მიაღწია. თანასწორი დასაქმების კომისიის თანახმად ეს ოდნავ ნაკლებია 2010 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც 6,119 შემთხვევას უდრის.

ზემოხსენებულმა კომისიამ ასევე შეუწყო ხელი სასამართლოში მიმართვიანობის გაზრდას ფეხმძიმე ქალების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ასეთი საქმეების რაოდენობამ 2011 წელს 20, ხოლო 2010 წელს 19 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს მსგავსი უფლებადარღვევების გამო Akal Security Inc–ს – ფედერალური მთავრობისთვის საკონტრაქტო უსაფრთხოების სერვისების უდიდეს მიმწოდებელს, 1,64 მილიონი ამერიკული დოლარის დათმობა მოუწია. თანასწორი დასაქმების სააგენტოს ცნობით, ზემოხსენებული უწყება აიძულებდა ა.შ.შ სამხედრო ბაზებზე დაცვის სამსახურში მომუშავე ფეხმძიმე თანამშრომლებს გასულიყვნენ შვებულებაში, შემდეგ კი მათ საერთოდ ათავისუფლებდა ფეხმძიმობის გამო.

დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე მყოფ ფეხმძიმე ქალებს სისტემატიურად ეუბნებიან უარს სამუშაო ადგილზე მინიმალურ ხელშეწყობაში, რომელიც მათ მუშაობის გაგრძელებაში დაეხმარებოდა. ასეთი ხელშეწყობა დაქირავებული ადამიანისთვის სკამზე შესასვენებლად დაჯდომისა და ბოთლით წყლის ტარების ნებართვას გულისხმობს.

იმის ხაზგასმის შემდეგ, რომ დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, ამერიკის თანასწორი დასაქმების კომისიის კომისარი სტიუარტ იშიმარუ იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ფეხმძიმობის დაცვის აქტის მიღებიდან 35 წლის შემდეგ ამერიკაში ბევრი არაფერი შეიცვალა.

წყარო:http://lifeinc.today.msnbc.msn.com/_news/2012/02/15/10417141-pregnancy-bias-is-alive-and-well-in-america



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"