სომხეთმა აღნიშნა სიჩუმის დღე
14 04 2011

სიჩუმის დღე არის ღონისძიება, რომლის დანიშნულებაცაა ლგბტ ადამიანების დაცინვისა და სკოლაში მათზე ძალადობისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა. საშუალო სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნაწილი ერთგვარ სიჩუმის ფიცს დებს, რათა სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს მოუწოდოს ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქცევის პრობლემა არ უგულვებელყონ. ღონისძიება იმის საილუსტრაციოდაა ჩაფიქრებული, რომ ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან გაჩუმდნენ.

ზემოხსნებულ იდეას სომხეთი შემდეგნაირად უერთდება:

ჩვენ არ ვიქნებით მისაწვდომები მსოფლიოსთვის 15 აპრილს; არ ვუპასუხებთ სატელეფონო ზარებს, იმეილებს, არ გვექნება არავითარი აქტივობები და მომსახურება. 15 აპრილს ჩვენ გავჩუმდებით...

1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველად მოაწყვეს სიჩუმის დღე კლასში მოცემული დავალების შესაბამისად, რომელიც არაძალადობრივ პროტესტს ეხებოდა. ღონისძიებაში 150 სტუდენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. 2001 წელს Gay, Lesbian and Straight Educational Network (GLSEN) ღონისძიების ოფიციალური სპონსორი გახდა. GLSEN იღწვის ისეთი მსოფლიოსთვის, სადაც ყველა ბავშვი ისწავლის, მიიღოს და პატივი სცეს ადამიანებს.

წყარო: http://pinkarmenia.blogspot.com/2011/04/we-keep-silence.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"